ფსიქოლოგიური მეცნიერებების კვლევამ დაამტკიცა, რომ 6 თვის ემბრიონზე დედის ემოციები მოქმედებს და ეს დროებითი არ არის. თქვენი ემოციები ბავშვის ცხოვრების ფორმირებას ახდენს.
აი, როგორ შეუძლია თქვენს ემოციებს შვილის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.
თუ დედა სტრესშია
ყველა ფეხმძიმე ქალს აქვს დროდადრო სტრესული პერიოდი და ეს თქვენს შვილზე ძლიერ გავლენას არ მოახდენს, რასაც ვერ ვიტყვით ხანგრძლივ შფოთზე, სტრესსა და დეპრესიაზე.
ქალებს, რომლებიც ფეხმძიმობის
როცა ნერვიულობთ, ორგანიზმი სტრესის ჰორმონს გამოიმუშავებს. თქვენი ემოციები პლაცენტაში ვერ ხვდება, მაგრამ ჰორმონები აღწევენ მასში. თუ თქვენი მუცლადმყოფი შვილი ხშირად იღებს სტრესის ჰორმონს, ბავშვი ქრონიკულ სტრესს ეჩვევა.
როცა დედა დეპრესიაშია
დეპრესიული დედებისგან გაჩენილ შვილებს, 1,5 - ჯერ მეტი შანსი აქვთ 18 წლის ასაკში დეპრესია ჰქონდეთ, მეტი ემოციური პრობლემები აქვთ და აგრესიულები არიან.
თქვენი დეპრესია, ბავშის განვითარებაზეც მოახდენს ზეგავლენას, მაგრამ ეს მდგომარეობის შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ, თუ ფეხმძიმობის დროს დედა დეპრესიაში იყო და ამ მდგომარეობაში მშობიარობის შემდეგაც დარჩა, ბავშვი ნორმალურად განვითარდება.
ხოლო, თუ დედის მდგომარეობა შეიცვალა - მაგ: ფეხმძიმობისას ის ჯანმრთელი იყო, მაგრამ დეპრესიაში ბავშის გაჩენის შემდეგ ჩავარდა, ეს ბავშვის განვითარებას შეაფერხებს.
თუ ქალი ფეხმძიმობის გამო შფოთავს
კვლევები აჩვენებს, რომ თუ დედას მუცლადმყოფ შვილთან არავითარი კავშირი და ურთიერთობა არ აქვს, ბავშვები ემოციური პრობლემებით იბადებიან.
დედები, რომლებსაც ნაღვლიანი დღეები ხანდახან აქვთ
ისინი ყველას აქვს. ამაზე ნუ ინერვიულებთ. ეპიზოდური სტრესი ან ცუდი დღეები, თქვენს ბავშვზე განსაკუთრებულ გავლენას არ მოახდენს.
როგორ მოიქცეთ?
მიიღეთ აუცილებელი დახმარება, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ! სტრესს შესაძლოა ვერ გაექცეთ, მაგრამ შეგიძლიათ დეპრესიის სიმპტომები შეიცნოთ და ექიმს უსაფრთხო ანტიდეპრესანტებზე გაესაუბროთ (ასეთი არსებობს).
ან უბრალოდ მიიღეთ აბაზანები, ისუნთქეთ ღრმად, დაკავდით იოგით და საკუთარ თავს ყოველდღე უგულშემატკივრეთ. ბოლოსდაბოლოს ახალ ადამიანს ზრდით!
ლეა ხიმშიაშვილი