16 ნოემბერი, 2016
სტივენ ჰოკინგმა ქვეყნის აღსასრულის ზუსტი თარიღი დაასახელა
სტივენ ჰოკინგი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ბირთვული ომის, ხელოვნური ინტელექტის საქმიანობის ან გენეტიკური ვირუსის შედეგად განადგურდება.

ბრიტანელი მეცნიერი ქვეყნის აღსასრულს უახლოეს ათას წელში პროგნოზირებს.

ამის შესახებ ჰოკინგმა, ოქსფორდში სტუდენტური დისკუსიის დროს განაცხადა.

ცნობილმა ფიზიკოსმა, გამოსვლის დროს ხალხს პლანეტიდან გაქცევისკენ მოუწოდა, ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა შორეულ კოსმოსში გადაადგილებისთვის უახლესი ტექნოლოგიების შექმნა.

ამასთან, ფიზიკოსმა განაცხადა, რომ ბოლო 50 წლის მანძილზე მეცნიერება განვითარდა და კაცობრიობამ სამყარო სულ უფრო ახლოს შეიცნო. ჰოკინგი მოხარულია, რომ უამრავი თეორიის შექმნის მონაწილე თავადაა.

მეცნიერი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მკვლევრები გრავიტაციური ტალღის გამოყენებას შეძლებენ, რათა "განჭვრიტონ როგორი იყო დიდი აფეთქება".

გამოსვლის ბოლოს ჰოკინგმა მსმენელს მოუწოდა თავი მაღლა ასწიონ და ვარსკვლავებს შეხედონ და არ უცქირონ საკუთარ ფეხებს.

ლეა ხიმშიაშვილი

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
anastasia
ყველაფერი ღმერთმა შექმნა...ადამიანები იყენებენ მის შექმნილს და დიდებას აღწევენ...ამ ბატონსაც აქვს მიღწევები ...მას რომ უთხრან რომ ,,ეს შენ კი არ შექმენი აფეთქებით შეიქმნაო რას იტყვის?მან ხომ მართლა იშრომა და შეიძლება ცხოვრების საუკეთესო წლები მიუძღვნა ამ საქმეს...ამის თქმა ხომ უმადურობა იქნებოდა?ხოდა ბატონი ჰოკინგი და მისთანები უმადურები არიან ...
07:53 / 19-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ქარუმა
იმერელი ბაბუა გახსოვთ? (ქ.მხ. ფილმი ნერგები) ამერიკელებს, რომ ეუბნება: ,,დედამიწის გაჩენა ღმერთს არავისთვის უკითხავს და არც მის აღსასრულს შეეკითხება არავის"-ო. ასე რომ, ღმერთს ნუ სცოდავთ ბატონებო! გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს სამშობლო, გვწამდეს უფალი და დედამიწას არაფერი არ ემუქრება. უფალი გფარავდეთ! პატივისცემით!
12:41 / 01-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თეკლაc
ათასი წელი მოგვცა? მე უფრო ახლოს მეგონა დასასრული. ...გამომდინარე ადამიანთა გამოტვინების დონიდან...გადავხედოთ ევროპას, ამერიკას, ვინ მართავენ...და მათ ხალხი ირჩევს!ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა დეგრადირდება
22:21 / 26-11-2016
გამოხმაურება / 0 /
:)
ატრაკებ სტივენ
11:47 / 21-11-2016
გამოხმაურება / 0 /
არჩი
სტივენ ჰოკინსი და მერლინ ვის სავანტი - არიან ყველაზე დიდი IQ-ს მატარებლები დღეს, დედამიწაზე მცხოვრებთა შორის - მარტო პარაზიტად მისი შერაცხვა შეიძლება ბოლომდე გამართლებული არ იყოს
10:20 / 21-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ალექსი
ეს ლელა კაკულიას ძმაკაცია ეტყობა.
18:01 / 20-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
"ძალა აღმართს ხნავს". "ფული ჯოჯოხეთს ანათებს". მართალია ეგ კაცი.რეალობაზე საუბრობს.ადამიანის მომხვეჭველობას და ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს.ბირთვული ომი ოდესღაც გარდაუვალია.
02:52 / 20-11-2016
გამოხმაურება / 0 /
უდიდესი "პარაზიტოლოგი" ხოკინსი
იმის მაგივრად, რომ იმუშაონ აქ დედამიოწაზე სიციცხლის შენარჩუნებაზე, თურმე გაქცევას გვირჩევს, რათა აღმოვაჩინოთ ახალი სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტა. და გავანადგუროთ ისევე როგორც ვანადგურებთ ამ პლანეტას!!!! რა არის ეს თუ არა პარაზიტის ფსიქოლოგია!!!!!!!!!!
11:30 / 18-11-2016
გამოხმაურება / 0 /
?????
ციტატა 1: "სტივენ ჰოკინგი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ბირთვული ომის, ხელოვნური ინტელექტის საქმიანობის ან გენეტიკური ვირუსის შედეგად განადგურდება..." ციტატა 2: "... ხალხს პლანეტიდან გაქცევისკენ მოუწოდა...". კი მაგრამ, პლანეტიდან გაქცევის მაგივრად, კაცობრიობამ ბირთვული ომი რომ არ აწარმოოს, ხელოვნური ინტელექტის შექმნით თავი ძალიან რომ არ შეიწუხოს და გენეტიკური ვირუსების მკურნალობის მეთოდები გამოიგონოს, რა არ შეიძლება?!
11:28 / 18-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS