16 ნოემბერი, 2016
როგორ ვაცდუნოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუ გსურთ, თქვენი ოცნების მამაკაცი მოხიბლოთ, გაიგეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი.
ვერძი
არ უყვარს, როცა ქალი მის მონადირებას ცდილობს. მას მოსწონს სექსუალური, სიცოცხლით აღსავსე, მაგრამ მოკრძალებული გოგონები. ეს ბიჭი მუდამ უნდა გაართოთ და ამხიარულოთ. სხვათა შორის, კისრის მასაჟი ვერძს ჭკუიდან გადაიყვანს.

კურო
კომპლიმენტი, კომპლიმენტი და კიდევ მრავალჯერ კომპლიმენტი - აი, კუროს გულის გასაღები. ვერ მოთმენს ისტორიებს თქვენს ყოფილებზე. თუ ლაქლაქა ხართ, ამ თვისებას უნდა დაემშვიდობოთ. კუროს უყვარს, როცა მას უსმენენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი და
იგივე ისტორია ათასჯერ გაქვთ მოსმენილი.

ტყუპი
მოეწონება გოგონა, რომელიც მისი პროფესიით, ჰობით დაინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ კარიერისტები არიან, ურთიერთობაში მოწყენილობასა და რუტინას ვერ იტანენ. თქვენ უნდა იყოთ განათლებული, ნაკითხი, განუმეორებელი და მხიარული გოგონა. ტყუპს ემოციები ესაჭიროება - ვნებიანი სექსით დაწყებული, გრანდიოზული უსიამოვნებით დამთავრებული.

კირჩხიბი
სჭირდება ყურადღებიანი, ნაზი, ოჯახის გოგონა. პრაქტიკულობა მისთვის მნიშვნელოვანია. თუ მის დედას იცნობთ, მოიკითხეთ ხოლმე. დედა მისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია.

ლომი
მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. მოიხიბლება ლამაზი, ჭკვიანი, ეპატაჟური მანდილოსნით. ლომს უყვარს ქათინაურები და არ უყვარს კრიტიკა. იეჭვიანეთ, მაგრამ იმისთვის, რომ მისი უნიკალურობა გამოამჟღავნოთ.

ქალწული
მოწესრიგებულ და აკურატულ გოგონას მიაქცევს ყურადღებას. აგრეთვე, იუმორის გრძნობაც უნდა ჰქონდეს და მიმზიდველიც იყოს. ის უვლის საკუთარ თავს და პარტნიორისგანაც იმავეს მოითხოვს. მისთვის მთავარი ნდობაა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ დიდი ხნის განმავლობაში დაგაკვირდებათ. იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მამაკაცი
იმ მამაკაცის დედაც, რომელსაც ცდუნება სჭირდება!!!!:)
11:33 / 18-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS