15 ნოემბერი, 2016
რითია განსაკუთრებული ბაობაბის ხე, რომელიც ყოფილმა პრემიერმა 45 ათას დოლარად შეიძინა
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი მშენებარე პარკისთვის, ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე, 45 ათას დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიიდან მიაწოდეს.

სწორედ ამ სოფელში, გობრონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში მდებარეობს ბაობაბის ხე, რომლის ასაკიც ადგილობრივთა გადმოცემით, მინიმუმ ასი წელია. თავად ოჯახი, რომელსაც ხე ეკუთვნის, ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს, თუმცა მეზობლების ინფორმაციით, ხის სანახავად თავდაპირველად სოფელს ექს-პრემიერის ძმა ადიკო ივანიშვილი ეწვია, ამ დღეებში კი ხე თავად ბიძინა ივანიშვილმაც ინახულა.

"მოვიდნენ, დაათვალიერეს
ფესვები, გაზომეს, გადაუღეს სურათები, თქვეს, რომ გადატანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ხეს ფოთლები გასცვივაო" - ამბობს ერთ ერთი მეზობელი. იხილეთ სრულად

ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უძველესი ხეა. ლეგენდის თანახმად, ღმერთმა ტორმა მის ბაღში ამოსული ბაობაბი შეიძულა, ამოთხარა და გადააგდო.

ხე თავდაყირა დაეცა და მიუხედავად საკმაოდ წარუმატებელი დაცემისა, ზრდას განაგრძობდა.

სხვა ლეგენდა გვიამბობს, რომ ახლადდარგული ბაობაბი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და ღმერთმა ამ ბობოქარი პროცესის შესაჩერებლად ის თავდაყირა გადარგო.

ბაობაბს ასაკის განმსაზღვრელი რგოლებიც კი არ აქვს – ამ ხეების ასაკის გამოსაანგარიშებლად მეცნიერები რადიონახშირბადის ანალიზით კმაყოფილდებიან.

ბაობაბი 5-დან 30 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს და 7-11 მეტრიანი დიამეტრის ტანი ჰქონდეს. ყველაზე დიდ ბაობაბად სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოში მდებარე ეგზემპლარი იყო მიჩნეული, რომლის სიმაღლეც 47 მეტრს აღწევს, ტანის დიამეტრი კი 16 მეტრს. თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ხე ორ ნაწილად გაიხლიჩა და ამიტომ ყველაზე დიდი ბაობაბის წოდება იმავე რეგიონში მდგომ სანდლენდს მიეკუთვნა. ამ ბაობაბის სიმაღლე 34 მეტრია, ხოლო დიამეტრი – 11 მ.ზომების გარდა ბაობაბი სანდლენდი ღირშესანიშნავია მის ფუღუროში მოწყობილი უჩვეულო რესტორნითაც, რომელიც დღესაც იღებს ტურისტებს.

ბაობაბის რამდენიმე სახეობიდან ყველაზე საინტერესოა ბაობაბი-ჩაიდანი, რომელიც ძირითადად მადაგასკარის პეიზაჟს ამშვენებს.ის ბაობაბის ცალკე ჯიშად არ მიიჩნევა – მადაგასკარზე არსებული ექვსი სახის ბაობაბიდან ნებისმიერს შეუძლია ჩაიდნის თუ ბოთლის ფორმის მიღება.
სავარაუდოდ ხე ასეთი ფორმის მიღებით წყლის მომარაგებაზე ზრუნავს. ამ ხეებს აფრიკელები ძალიან აფასებენ და პატივს სცემენ.

გარდა იმისა, რომ ხის მასალის წყაროა, ბაობაბის ვარჯებს ხალხი მათ ხშირად საცხოვრებლად, ხორბლის ან წყლის შესანახად იყენებს. ბაობაბის ქერქისგან სათევზაო ბადეებს, ტომრებსა და ტანსაცმელსაც კი ამზადებენ. ქერქი ხშირად საჭმელადაც გამოიყენება. ბაობაბის ფოთლებისგან ტრადიციულად ამზადებენ საფუარს და საჭმელში ბოსტნეულის სახითაც იყენებენ. ბაობაბის ნაყოფისა და თესლის ჭამა ადამიანებსაც შეუძლიათ და ცხოველებსაც. ბაობაბის ნაყოფის გამხმარი და წყალში არეული რბილობის გემო ლიმონათს წააგავს. თესლი გემოთი ტარტარის სოუსს გავს და c ვიტამინის უმდიდრესი წყაროა.

ბაობაბის სხვადასხვა ნაწილებისგან მზადდება საპონი, წებო, სამკაულები, რეზინი, წამლები, ქსოვილი და მრავალი სხვა ნივთი.

წყარო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS