14 ნოემბერი, 2016
რატომ არ შეიძლება ნაპოვნი მონეტის შენახვა - ის, რაც ბევრმა არ იცის
საინტერესოა, რომ სხვადასხვა ადამიანები, თითქოსდა ამ მარტივ კითხვაზე სხვადასხვაგვარ პასუხებს სცემენ და მის დასაცავად მყარ არგუმენტებს იშველიებენ.

მაგ: ხალხური ცნობებით, ქუჩაში მონეტის პოვნა - სიმდიდრის ნიშანია. მაგრამ მნიშნელოვანი ფაქტორია, რომ ამ დროს აუცილებლად დანაყრებული უნდა იყოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოვნი მონეტა სიღარიბეს გიქადით.

გამოსავალი: როცა მშიერი ხართ სიარულის დროს ძირს ნუ დაიხედავთ, მაშინ რკინის მონეტას ნამდვილად ვეღარ შეამჩნევთ.

თუ დანაყრებული ხართ და ძირს დაგდებული მონეტა იპოვეთ, აუცილებლად დააკვირდით, როგორ დევს. თუ მონეტა თქვენკენ "არიოლით" იხედება, დიდი
წარმატება გელით, ხოლო თუ "რეშკა" - სჯობს ეს მონეტა არ აიღოთ.

ნაპოვნ ფულს ძალიან უყვარს, როცა მათ ხელში ხვდება, ვისაც ის ძალიან სჭირდება, ამიტომ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მპოვნელს წარმატებას იმ შემთხვევაში მოუტანს, თუ ნაპოვნ ფულს ღარიბს, ეკლესიას გადასცემს ან უბრალოდ მშიერ ადამიანს უყიდის პურს. მხოლოდ მაშინ ამოქმედდება მონეტა და თქვენთვის წარმატებისა და იღბლის გარანტი გახდება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS