კვლევებმა აჩვენა, რომ სიყვარული თქვენს სხეულზე წარმოუდგენელ ზეგავლენას ახდენს და ზოგიერთი სიმპტომი ზუსტად ესადაგება ნარკოდამოკიდებულებას.
1. სიყვარულს ტკივილის შემსუბუქება შეუძლია
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საყვარელი ადამიანის ფოტოს დანახვაც კი საკმარისია, რომ სიყვარულმა ტკივილგამაყუჩებელი როლი შეასრულოს - საშუალო ტკივლი 40%-ით მცირდება, ძლიერი ტკივილი კი 15%-ით.
2. სიყვარულს თავის ტკივილის მკურნალობა შეუძლია
აქსიტოცინი - სიყვარულის ჰორმონი - ნივთიერება, რომელსაც ტვინი სიყვარულის დროს გამოიმუშავებს. ეს აიძულებს ადამიანებს ერთმანეთს ჩაეხუტონ, გამოხატონ ნაზი გრძნობები, ეხმარება ასევე თავის
3. სიყვარული გულის შეტევის რისკს ამცირებს
ევროპული ჟურნალის კვლევებით, პარტნიორთან ცხოვრება მამაკაცებსა და ქალებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გულის შეტევის რისკს ამცირებს. ამგვარი შემთხვევების რისკი მარტოხელა ადამიანებში დიდია.
4. სიყვარული სისხლის წნევას ადაბლებს
ადამიანებს, რომლებსაც გვერდით ჰყავთ საყვარელი ადამიანი, სისხლის წნევის დონე დაბალია. ამასთან აუცილებელი არ არის, რომ ეს რომანტიკული ურთიერთობა, დედობრივი ან შვილის სიყვარული იყოს: მთავარია აქსიტოცინი გამოიყოფოდეს.
5. სიყვარული სტრესს ამცირებს
კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივ რომანტიკულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები, უფრო დიდხანს, ბედნიერად და ჯანმრთელად ცხოვრობენ.
ლეა ხიმშიაშვილი