09 ნოემბერი, 2016
რითი უნდა დაკავდეთ ნოემბერში, მთვარის კალენდრის მიხედვით
ვარკსვლავების მიხედვით, შემოდგომის უკანასკნელი თვე განსაკუთრებით საკეთილდღეო იქნება მათთვის, ვინც ცხოვრებაში ცვლილებებს გეგმავს. ეს შეეხება ყველაფერს - სამსახურის შეცვლას, საცხოვრებელ ადგილს, საუბარი აღარაა ახალი რომანტიკული ურთიერთობების წამოწყებაზე. ისღა დაგრჩენიათ გეგმების აღსასრულებლად ყველაზე იღბლიანი დღე შეარჩიოთ:

1 ნოემბერი - საკეთილდღეოა მოაგვაროთ ბინის საკითხები, მოიშოროთ ძველი ნივთები და უახლოესი თვეებისთვის გეგმები შეადგინოთ.

2 და 3 ნოემბერი - დიდი ხანია მივლინებაში წასვლას გეგმავთ, თუმცა ვერაფრით მოახერხეთ? ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა სწორედ ჩემოდნების ჩასალაგებლად. განსაკურებით მაშინ, თუ გამგზავრების მიზანი
ფინანსური პრობლემების მოგვარებაა.

4 ნოემბერი - ამ დღეს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. უმჯობესია დრო თვითგანვითარებას დაუთმოთ ან სპორტდარბაზში გაეშუროთ.

5 – 6 ნოემბერი - შესანიშნავი დროა საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, ასევე ახლო მეგობრებისთვის სახლში წვეულების დასაგეგმად.

7 – 8 – 9 ნოემბერი - ამ დღეებში ძალის მოზღავებას იგრძნობთ, რაც სამსახურში მეტად პროდუქტიულს გაგხდით. ნუ გადადებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დოკუმენტებზე ხელმოწერას - ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა კომერციული საქმიანობების აღსრულებისთვის.

10 – 11 ნოემბერი - დღე წინასწარ შედგენილი გეგმით დაიწყეთ. ასე მაქსიმალურ შედეგებს მიიღებთ ამ დღეების განმავლობაში. ასევე დროა ახალი წლის საჩუქრებზე ფიქრი დაიწოთ.

12 – 13 ნოემბერი - ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად იურთიერთოთ ადამიანებთან, რადგან კონფლიქტური სიტუაციების დიდი შანსია. დაკავდით საშინაო საქმეებით.

14 – 15 ნოემბერი - ამ დღეებში ახალი ურთიერთობების წამოწყება გაგიადვილდებათ, ამ ურთიერთობებიდან უმრავლესობა სამომავლოდ გამოგადგებათ. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით.

16 – 17 ნოემბერი - ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა საქმე თქვენს საკეთილდღეოდ დასრულდება. ამასთან ნუ გადადებთ ახალ პროექტზე მუშაობას - ახლა ყველაზე კარგი დროა მასზე სამუშაოდ.

18 – 19 – 20 ნოემბერი - დიდი სპორტული ვარჯიშების დღეებიც დადგა, ამიტომ სპორტდარბაზში ან იოგაზე წასვლას ნუ გადადებთ.

21 – 22 – 23 ნოემბერი - მასაჟზე ან სპა-პროცუედურებზე წასვლა მოდუნებაში დაგეხმარებათ და მოგიხსნით დაგროვილ დაძაბულობას.

24 ნოემბერი - დაივიწყეთ ჯგუფური სამუშაო, ამ დღეს ისე, როგორც არასდროს, მზად ხართ ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ და სამუშაო სხვების დახმარების გარეშე შეასრულოთ.

25 – 26 ნოემბერი - ემოციებს ნუ აჰყვებით და პროვოკაციას ნუ წამოეგებით. ეს დრო საყვარელ ჰობს დაუთმეთ, წადით კინოში.

27 – 28 – 29 ნოემბერი - ოჯახური ვახშამი ან ახლო მეგობრებთან ერთად საყიდლებზე გასვლა ყოველდღიურ სამუშაო რუტინას მოგწყვეტთ და ენერგიით აგავსებთ.

30 ნოემბერი - სამუშაო დღე განსკუთრებით მსუბუქად ჩაივლის და გაკვირვებული დარჩებით, რამდენი საკითხის გადაჭრას მოახერხებთ უმოკლეს დროში.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS