ქამარი
ქამარს ხშირად ჩუქნიან. ფიქრობთ, რომ კარგი და ყოველთვის გამოსადეგია. ექსტრასენსი კი დარწმუნებულია, რომ მას თქვენი ქმედებების შეფერხება შეუძლია. "შეფერხდებით და ვერ შეძლებთ სასურველის მიღწევას. ბიძგი საკმარისი არ იქნება. ამ შემთხვევაში უნდა გამოისყიდოთ, უფრო ზუსტად კი გამოლოცვა დაგჭირდებათ. ჩაატარეთ შემდეგი რიტუალი: აიღეთ ტაძრის 3 სანთელი, დაიდეთ წინ, გვერდით მოათავსეთ ქამარი და წაიკითხეთ მამაო ჩვენო 12-ჯერ. დაწვით სანთლები. ქამარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი კვირის შემდეგ".
ხელთათმანი
კიდევ ერთი გავრცელებული საჩუქარია
"ამ დროს თქვენი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა საფრთხის წინაშეა. ამისგან თავის დასაღწევად, 7 დღის შემდეგ (არც მეტი, არც ნაკლები) შეგიძლიათ გააჩუქოთ. ან წადით მჩუქებელის სახლში და დატოვეთ ხელთათმანი 7 დღით. თუ მაგიის ძალა აქვს, დატოვებს მას".
ჯვარი
თუ მჩუქებელის გულწრფელობაში არ ხართ დარწმუნებული, მისგან სატარებელი ჯვარი არასდროს მიიღოთ საჩუქრად. "თუ ჯვარი მიიღეთ, მაშინ მჩუქებელის ჯვარიც თქვენს თავზე აიღეთ. თუ ამგვარ საჩუქარს სანდო ადამიანისგან იღებთ, რომელიც ჯანმრთელი, იღბლიანი, მდიდარი და წარმატებულია, მაშინ მის ბედს გაიზიარებთ. ამ შემთხვევაში გამოსყიდვა არ გაჭრის.
როგორ მოიქცეთ?
ჯვარი ტაძარს შესწირეთ და ლომბარდში ჩააბარეთ, აღებული ფული კი გაჭირვებულებს მიეცით. ჯვრის დატოვება კი არ შეიძლება" - ამბობს ექსტრასენსი.
ცვირსახოცი
თუ ცვირსახოცს მიიღებთ - მალე ცრემლებს მოიწმენდთ. დიდი ხნის მანძილზე, სხვადასხვა ქვეყანაში, მას რთულ დღეებში, დაკრძალვებზე ან მძიმედ დაავადებულს ჩუქნიდნენ. ის ავადმყოფობისა და უსიამოვნების სიმბოლოა. ამიტომ მისი მიღებით, მჩუქებლის პრობლემებს საკუთარ თავზე იღებთ. მაშინვე უნდა გამოისყიდოთ ან დაწვათ.
დანა
დანა დანაშაულისკენ გიბიძგებთ. უმჯობესია არასდროს აჩუქოთ და არასდროს მიიღოთ.
საფულე
თუ საფულეს ჩუქებას გადაწყვეტენ, მასში აუცილებლად უნდა მოათავსონ მონეტა, ასევე უნდა მოიქცეთ თქვენც.
მაკრატელი
მაკრატელი ცხოვრებას ხანმოკლეს ხდის, გარშემო მყოფებთან ურთიერთობას გიფუჭებთ. საჩუქარზე უარის თქმა ნუ შეგრცხვებათ. თუ მაინც მიიღებთ, სტუმრის წასვლისთანავე ნივთი მოიშორეთ.
სარკე
სარკეს სილამაზე და ახალგაზრდობა მიაქვს. განსაკუთრებით საშიშია ძველებური სარკეები. სჯობს არ მიიღოთ ან გატეხვის გარეშე გადააგდოთ. გატეხილი სარკის გამო მთელ 8 წელს მარტოობაში გაატარებთ.
საათი
საათს თქვენი ცხოვრების დროისა და ჯანმრთელობის შეფერხება შეუძლია. მაშინვე გამოისყიდეთ ან თუ შესაძლებელი იქნება, არ მიიღოთ.
ლეა ხიმშიაშვილი