07 ნოემბერი, 2016
კვირის ჰოროსკოპი 2016 წლის 7-დან 13 ნოემბრამდე - ვარსკვლავები თითქოს ჭკუიდან შეიშალნენ
ჰოროსკოპს ვარსკვლავების განწყობის პროგნოზირება შეუძლია. ნოემბერში ვარსკვლავები თითქოს ჭკუიდან შეიშალნენ - ზოდიაქოს ნიშნების ერთ ნაწილს დიდ წარმატებებს ჰპირდება, დანარჩენებს კი პრობლემები ელით.

ამ კვირის მთავარი პრიორიტეტია, ყველამ სიფრთხილე გამოიჩინოს.

ვერძი
ამ კვირას, ვერძისთვის ნებისმიერ სფეროში მოთმინება იქნება მომგებიანი. ვარსკვლავები ურჩევენ გზიდან არ გადაუხვიონ და თუ რაიმე წამოიწყეს, წინ სვლა განაგრძონ - სირთულეები ნუ შეგაშინებთ, რადგან ეს დროებითია.

კურო
ზოდიაქოს ამ ნიშანმა სჯობს კვირის ბოლომდე არაფერი დაგეგმოს. საქმიანი შეხვედრები, გასაუბრება, რომანტიკული პაემნები და მსგვასი საბედისწერო მომენტები,
კვირის დასაწყისში განახორციელეთ. 12 ნოემბრისთვის მოთმინებით უნდა აივსოთ და განმარტოებაზე უარი არ თქვათ. თუ ქორწინებაში ხართ, მაშინ სტუმრებისა და ზედმეტი თვალისგან განცალკევებით, სახლში გატარებული დრო თქვენთვის სასარგებლო იქნება.

ტყუპი
კოკო შანელის ცნობილი გამოთქმა - პირველი შთაბეჭდილების მოხდენის შანსი მხოლოდ ერთხელ გაქვთ - 7 დღის განმავლობაში ტყუპისთვის ჭეშმარიტებად იქცევა. თუ კარიერულ წინსვლას სწრაფად მოინდომებთ ან მოწინააღმდეგე სქესის მოხიბვლა მოგესურვებათ, ეს შანსი მოგეცემათ, მაგრამ არა ყოველთვის.

კირჩხიბი
კირჩხიბს ბედი ფინანსურ სფეროში გაუღიმებს. ხუთშაბათ-პარასკევამდე ეცადეთ ყველაზე რთული პრობლემები გადაჭრათ, რათა დარჩენილი ორი დღე დაისვენოთ და მიღებული შედეგები შეაფასოთ.

ლომი
ლომები მხოლოდ იმ შემთხევაში შეძლებენ მშვიდად ძილს, თუ ამ კვირას არ გარისკავენ. ასტროლოგები ურჩევენ სწრაფ გადაწყვეტილებას მოერიდონ და გარშემო მყოფების რჩევები გაითვალისწინონ. ნუ დაგავიწყდებათ "ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ". ეს ეხება ყველას, ვისთანაც ფინანსური და სხვა საქმეებით ხართ დაკავშირებული.

ქალწული
ქალწულებს ურჩევენ, ამ კვირაში რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ სახლში. წარმატება, სითბო და კომფორტი მხოლოდ პირად სივრცეში გექნებათ. სახლში ქალწულებს ნაკლები "ჭრილობას მიაყენებენ" და ახალ გეგმებს დაისახავენ.

სასწორი
სასწორებს სრული ქაოსი და გაუთვალისწინებელი შემთხვევები ელით. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ სიყვარულში შესაძლოა კვირის ბოლოს გაგიმართლოთ, ხოლო დასაწყისში ფინანსური პრობლემების გადაჭრის მეტი შანსი გეძლევათ.

მორიელი
მორიელის თანამგზავრი წარმატების ოკეანეში, საკუთარი ინტუიცია იქნება. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დრო და რაც შეიძლევა სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღეთ. ყველაზე იღბლიანი მორიელებისთვისაც კი ეს კვირა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

მშვიდლოსანი
მშვილდოსნებს საკუთარი ცეცხლოვანი ტემპერამენტის ჩახშობა მოუწევთ, სხვანაირად უგუნური გადაწყვეტილებები იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ. მეტი ურთიერთობა გქონდეთ წყლის და მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ - ქალწული, კურო და კირჩხიბი. ერიდეთ ჰაერის სტიქიის ნიშნებს, მათ შეუძლიათ სწორი გზიდან გადაგახვევინოთ და გაუაზრებელი შეცდომები დაგაშვებინოთ.

თხის რქა
დადგა დრო ეკონომიის, დამშვიდებისა და მთლიანად ჩრდილში ყოფნისა. მოცემულ კვირაში დროებითი "გაციება" არ გაწყენთ. დაისვენეთ ქაოსისგან და ეცადეთ, რაც შეიძლება პოზიტიურად იფიქროთ, სხვა შემთხვევაში ემოციურმა ხასიათმა შესაძლოა დიდი პრობლემები შეგიქმნათ. დაე, მთელმა სამყარომ დაიცადოს, ვიდრე არ განმარტოვდებით და სიმშვიდეს ვერ იპოვით.

მერწყული
მერწყულებს ავად გახდომის ყველა შანსი აქვთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, ცხიმიანი საკვებისა და ზედმეტი ნაყროვანებისგან. ჩაიცვით თბილად. წინდახედული მერწყულები ვარსკვლავებისგან კეთილდღეობასა და წარმატებას მიიღებენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკუთარ ბედს თავად ქმნით. კვირის ჰოროსკოპი კი მხოლოდ მოსალოდნელ საფრთხეებზე მიგანიშნებთ.

თევზები
რაც შეეხება წყლის ნიშნის ამ წარმომადგენლებს, ნოემბრის მეორე კვირა სამოთხედ მოეჩვენებათ, თუმცა შეგრძნება დიდხანს არ გასტას. ეცადეთ. სამყაროს რეალურად უცქიროთ, რადგან კვირის ამ პერიოდში ოცნებები საშიშია, უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც უნდა გააკეთოთ. თუ დაიღლებით, დაისვენეთ და განავითარეთ მშფოთვარე ქმედებები - თქვენს ნებისმიერ არჩევანზე ყველა შესაძლო გზა ხსნილი იქნება. საკმარისია, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგათ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS