07 ნოემბერი, 2016
ურთიერთობის 3 საიდუმლო მკვლელი, რაც ღალატზე უარესია
არსებობს სამი განსაკუთრებული ქცევა, რასაც შეუძლია ჩუმად გაანადგუროს თქვენი ურთიერთობა.
ურთიერთობაში მყოფი ადამიანების უმრავლესობას, პარტნიორის ღალატი მძიმედ გადააქვს, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთად რჩებიან. მაგრამ გარდა ღალატისა არსებობს კიდევ სამი განსაკუთრებული ქმედება, რაც ჩუმად ანადგურებს ურთიერთობას:

1. არ უთმობთ ერთმანეთს ყურადღებას
შესაძლოა სპეციალურად არა, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ხშირად ვაიგნორებთ ერთმანეთს. ზედმეტად დაკავებული ხართ სხვადასხვა საქმეებით. ოცნებობთ ბავშვზე, მაგრამ როცა ამაზე მეუღლეს ესაუბრებით, ის თქვენს მიმართ აგრესიას იჩენს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ოცნებებში გართულს დაგავიწყდათ გაფრთხილებოდით
ურთიერთობას, ამიტომ ოჯახზე ფიქრი მას უკვე აბსურდულად ეჩვენება.

2. ერთმანეთს არ ენდობით
ყველაფერი თქვენი წარსული ურთიერთობებიდან გამომდინარეობს, რაც ახლანდელ დროში გადმოგაქვთ - ურთიერთობა გოგონასთან/ბიჭთან, ბეგობრებთან, მშობლებთან. სინამდვილეში ამას არავითარი კავშირი არ აქვს თქვენს ახლანდელ პარტნიორთან, თუმცა ურთიერთობაზე აისახება. პარტნიორის მიმართ უნდობლობა - ეჭვები ღალატზე, ურთიერთობაში დიდ დაძაბულობას იწვევს, რაც დიდხანს რჩება.

3. სიახლოვის ნაკლებობა
ამაში მხოლოდ სექსი არ მოიაზრება, არამედ სიყვარულის გამოხატვის ყველა სხვა ფიზიკური შესაძლებლობა. ძირითადად - ემოციური სიახლოვე, რის გარეშეც ფიზიკური და სექსუალური სიახლოვე არაფერია. სექსი შანტაჟისთვის არასდროს გამოიყენოთ.

ეს სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ურთიერთობას მაშინვე არ კლავს. თავდაპირველად ადამიანები განიცდიან, იტანჯებიან, ითმენენ, იმედი აქვთ, ბოლოს ვეღარ ითმენენ და მიდიან. ეს ხომ ერთ, მყისიერ ღალატზე უარესია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS