გთავაზობთ, 5 გამოცდილ საშუალებას როგორ შეაჩეროთ სხვა ადამიანების უარყოფითი ენერგია:
1. გახსოვდეთ, რომ ყველას გამოცნობა არ შეგიძლიათ
თუ ვინმე გაშინებთ, გამუდმებით დახმარებას გთხოვთ ან გეწუწუნებათ, გაიხსენეთ, რომ მისი პრობლემების გადაჭრა თქვენი მისია არ არის.რაც უფრო მეტად ცდილობთ დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც თქვენი პოზიტიური ენერგიით "იკვებება", მით მეტია ალბათობა,
ხანდახან საუკეთესო რაც შეგიძლიათ - საკუთარ თავზე ზრუნვაა.
2. ფრთხილად იყავით, ვიდრე ვინმეს საკუთარ ცხოვრებაში შემოპატიჟებთ
არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის ხარჯზე ცხოვრობენ. თუ ასეთ ადამიანს თქვენს წილ საკვებს გაუნაწილებთ, ის არ მოგშორდებათ, ვიდრე დარჩენილ ლუკმებს არ აგაცლით. ხოლო როცა საკვები გათავდება, ახალ მსხვერპლს მოძებნის.
გახსოვდეთ, ნუ შემოუშვებთ თქვენს ცხოვრებაში ადამიანს, რომელსაც თქვენგან მიაქვს ყველაფერი, სანაცვლოდ კი არაფერს გაძლევთ.
3. შეწყვიტეთ ყურადღების გამახვილება
ენერგო ვამპირები გამუდმებით ეძებენ მსხვერპლს. თუ ის იგრძნობს, რომ ყურადღებით უსმენთ მას, მაქსიმალურად ეცდება სიცოცხლე გამოგწოვოთ. ამიტომ ეცადეთ მოაჩვენოთ თითქოს უსმენთ, სინამდვილეში ყურადღებას ნუ მიაქცევთ. გიყვარდეთ საკუთარი თავი საკმარისად, რომ დააფასოთ თქვენი დრო და სუფთა გონება შეინარჩუნოთ.
4. ისუნთქეთ ბუნებაში
თუ ფიქრისთვის, მოდუნებისა და ზოგიერთი საკითხისთვის გადახედვა გსურთ, ეცადეთ ეს ბუნებაში გააკეთოთ.
სეირნობისას ყურადღება სუნთქვაზე გადაიტანეთ. ეს ტვინში სისხლისმიწოდებას გააუმჯობესებს და მოდუნებაში დაგეხმარებათ.
სეირნობა - თავის წმენდის საუკეთესო საშუალებაა. ოფისში, სახლში ან კომპანიაში დაბრუნებისას, მსგავს ადამიანებთან დიალოგისგან თავი შეიკავეთ.
5. საკუთარ ფიქრებსა და ემოციებზე 100 პროცენტიანი პასუხისმგებლობა აიღეთ
აიღეთ აბსოლუტური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. სამყარო გამოსაცდელად უამრავ ადამიანს გახვედრებთ. თქვენი ვალია მათგან გამოარჩიოთ მხოლოდ ისინი, ვინც თქვენს ცხოვრებაზე პოზიტიურად მოქმედებს. თქვენ მსხვერპლი არ ხართ და არავის აქვს უფლება თქვენი ტვინი, სული ან ძალაუფლება დაიმონოს.
არჩევანი გააზრებულად გააკეთეთ: ვინ მართავს თქვენს გონებას, თავად, თუ სხვა ადამიანები? ეს მარტივი სამუშაო არ არის და კარგად დაფიქრდით.
დაფიქრდით, როგორი ადამიანები და როგორი სიტუაცია განიჭებთ ცხოვრებისეულ ძალას. თქვენ იმსახურებთ, რომ დრო მხოლოდ ისეთ ადამიანებთან გაატაროთ, რომლებიც თქვენთვის შთაგონების წყაროა.
გახსოვდეთ, სხვების მიმართ ნებისმიერი სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. იმსახურებთ ბედნიერებასა და სიმშვიდეს. უბრალოდ ისწავლეთ უფრო ხშირად თქვათ "არა". მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი ენერგეტიკული მდგომარეობის მართვას.
ლეა ხიმშიაშვილი