აგვისტოში რაისა გლადსკიხმა საკუთარი ინსტაგრამ გვერდი შექმნა, სადაც პირად ფოტოებს გვიზიარებს და ახალგაზრდობას იხსენებს. "სიამოვნებით მოგესალმებით - მე რაისა ვარ. უკვე 90 წელი შემისრულდა. მყავს 2 შვილი, 3 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი. აქამდე სხვა ბებიებთან ერთად სავარძელში მოკალათებულს ერთხელაც არ მიჭორავია. ვფიქრობ, ამისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. თავიდანვე კარგად მოაზროვნე ვიყავი და მეორედ არაფრის ახსნა არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდა გამოვტყდე, რომ ამ თქვენს ინტერნეტთან მეტი ჭიდილი დამჭირდა" -
სულ რამდენიმე თვეში რაისას უკვე თითქმის 5 ათასი გამომწერი ჰყავდა. ინტერნეტის მომხმარებელთა აღფრთოვანებას მისი მოხდენილი ჩაცმის სტილი იწვევს. რაისა ბევრ მოდურ ბლოგერს არ ჩამორჩება.
სოც.ქსელის მომხმარებელს ასევე მოსწონს ინსტაბებიის ბრძნული რჩევები და თვითირონია: "ახალგაზრდობაში ცუდად არ გამოვიყურებოდი. სამწუხაროდ, მაშინ ჩემი შვილიშვილი პროფესიონალი ფოტოგრაფი არ იყო, რომელიც თავის ფოტოებს მთელს მსოფლიოში გასცემს. ის მაშინ დაბადებულიც არ იყო. ამიტომ ჩემი შთამომავლები ნაოჭიანს დამიმახსოვრებენ, მაგრამ არაუშავს" - წერს რაისა.
ლეა ხიმშიაშვილი


