03 ნოემბერი, 2016
როგორ მოხიბლოთ სასურველი მამაკაცი 9 მარტივი ჟესტით
ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა - "რა მოეწონა მასში?" სიმართლე ისაა, რომ მამაკაცს ქალში ხშირად ყველაზე მოულოდნელი თვისებები მოსწონს. ყველაზე უმნიშვნელო ჟესტი ან ქცევა მამაკაცისთვის შესაძლოა ძალიან ბევრს ნიშნავდეს.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რაც მამაკაცს თქვენს შეყვარებას აიძულებს:

1. უთხარით გულწრფელი კომპლიმენტი

არა ის, რომ სიმპათიური და სექსუალურია, არამედ ის, რომ მოგწონთ მისი მუსიკალური უნარი, რომ მის გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობთ.

2. მოამზადეთ მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი

მამაკაცების უმრავლესობა ვერ დაიმახსოვრებს, რომ პარტნიორი მას შარვალს ურეცხავს, თუმცა, თუ განსაკუთრებულ
კერძს მოუმზადებთ ეს აუცილებლად დაამახსოვრდება.

3. უთხარი: "მე შენ გაფასებ"

მამაკცები ხშირად ფიქრობენ, რომ ვერ აფასებენ მათ და თუ ამ მარტივ წინადადებას ეტყვით, თავს მამაკაცად იგრძნობს.

4. თვალებში, ღრმად უმზირეთ

ისწავლეთ ამის სწორად კეთება და გამოიყენეთ მთელი თქვენი ქალური ენერგეტიკა.

5. თქვენთვის დამახასიათებელი არომატი ან სტილი გქონდეთ

თუ ერთსა და იმავე სუნამოს ან წითელ პომადას იყენებთ, მაშინ ეს სუნამო და პომადის ფერი მისთვის თქვენთან ასოცირდება.

6. თუ მოერიდა, თქვენ იაქტიურეთ
tumblr_inline_nluerhc6cb1r9l995

თუ თქვენი გამოჩენისას ცოტა შერცხვა, მისი გულის ბოლომდე მოსანადირებლად პირველი ნაბიჯი გადადგით. ჩაეხუტეთ ან იქნებ აკოცოთ კიდეც.

7. უთხარით "არა", თუ ძალიან აგრესიულია

ზოგიერთი ბიჭი მიჩვეულია იმას, რომ გოგონები კისერზე ეკიდებიან. თუ ბრაზდება, რომ თქვენ ასეთი არ ხართ - არ დანებდეთ. უკან დაიხიეთ და საზღვრები დააწესეთ, ამით აიძულებთ პატივი გცეთ და გადახედოს თავის დამოკიდებულებებს.

8. წაუტყაპუნეთ

ბიჭებს მოსწონთ, როცა გოგონა ეთამაშება მათ. მხოლოდ ნუ გადააჭარბებთ.

9. სცადეთ რაღაც ისეთი, რაზეც ოცნებობს

მაშინ მისი ოცნების გოგონა გახდებით!

ყველაფერი მარტივია.

mdewoo
ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS