ფინანსური მდგომარეობა ვერძისთვის მთლიანად დამოკიდებული იქნება შიდა საქმეებზე, ამიტომ ყურადღებით აკონტროლეთ ხარჯები და ის ფაქტორები, რაზეც შემოსავალია დამოკიდებული.
მომავალი წელი კუროსთვის შესანიშნავი იქნება ფუნდამენტური და სერიოზული ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, უმჯობესია მოკლევადიან პროექტებს, გრძელვადიანი არჩიოთ.
ტყუპმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 2017 წელს მისი ფინანსური მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამოკიდებული იქნება პირად ურთიერთობებსა და ინტერესებზე. სჯობს ყურადღება დაუთმოთ ჰობსა და თქვენს ინტერესებს
კირჩხიბს კარგი იურიდიული და სამართლიანი თანადგომა ელოდება, რაც მათ დიდიხნის ფინანსური გეგმებისა და დავალებების გადაჭრაში დაეხმარება. ყველაზე დიდ შემოსავალს წლის ბოლოს ელოდეთ.
ლომებმა უმჯობესია ფულთან დამოკიდებულება შეცვალონ - აუცილებლად უნდა იპოვოთ დაბალანსების წერტილი, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ფინანსური კრახი განიცადოთ. უნდა დააბალანსოთ შემოსავალი და გასავალი, მეტად იყავით დამოკიდებული საკუთარ თავზე.
ქალწულები მოვლენებს უნდა დააკვირდნენ და მოულოდნელი ხარჯებისთვის მზად იყვნენ. ცივსისხლიანობა ნებისმიერი არასტაბილური სიტუაციის გადაწყვეტაში დაეხმარება, ასევე ახლობლების დახმარებაზე უარის თქმა არ ღირს. მსხვილი შენაძენები უმჯობესია უფრო სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობამდე გადადოთ.
სასწორს შეუძლია იზრუნოს ინვესტიციასა და დეპოზიტზე - ამ მხრივ ეს წელი მათთვის ძალიან წარმატებული იქნება. სასწორი ღირებულებების სისტემას გადააფასებს, იფიქრებს მომავალზე და შეცვლის ფულთან დამოკიდებულებას.
მორიელს წლის პირველ ნახევარში ფინანსური კუთხით წარმატება ელის. ყველა პრობლემა საკმაოდ მარტივად გადაიჭრება. ხოლო ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულობა ნებისმიერ საქმეში ორიენტირებისთვის დაეხმარება.
მშვილდოსანს 2017 წელს ფინანსური კეთილდღეობა და უზღვავი ენერგია ელის. საბედნიეროდ რთული დრო ხელში გიჭირავთ.
თხის რქა ფინანსური კუთხით თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში - ყველაფერი გამოგივათ, ინტუიციური გადაწყვეტილებები სწორი და მომგებიანი იქნება. თუმცა, ფულში მსგავსი გამართლება, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს, ოჯახის ზედმეტი დანახარჯის სახით.
ახალი წლის პირველ ორ თვეს მერწყული ფინანსურად მყარად იქნება - შემდეგ დგება სირთულეების პერიოდი, რაც დაუსრულებლად მოგეჩვენებათ.
თევზებს შეუძლიათ თავს ექსპერიმენტების უფლება მისცენ - ფულის საქმეში ექსპერიმენტები საკმაოდ წარმატებული იქნება.
ლეა ხიმშიშვილი