როცა გყავს ადამიანი, ვისაც ყველაზე სანუკვარ ოცნებებს გაუმხელ, ვისთან ერთადაც შეგიძლია უყურო ფილმს, ხელი ჩაჰკიდო, როცა გეშინია - ეს სამყაროში საუკეთესო გრძნობაა.
ხანდახან ურთიერთობებს ვალდებულებად ვაქცევთ, ზედმეტად ვეჩვევით და გვავიწყდება, რომ ოდესღაც ის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომ, უნდა გაიხსენოთ და დაუბრუნდეთ ქალს, რომელიც თქვენს ქმარს შეუყვარდა.
აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს:
1. იგივე ძალისხმევა გამოიყენე
გაიხსენეთ, როცა მარტო იყავით, რამდენ დროს უთმობდით გარეგნობას? ახლა კი რამდენს ხარჯავთ ამისთვის? დიახ, ცხოვრება შეიცვალა
2. ესაუბრეთ მას
შეხვედრებისას შეგეძლოთ საათობით გესაუბრათ. დროთა განმავლობაში ფიქრობთ, რომ უკვე ყველაფერი მოისმინეთ და იცით. ახლა სასაუბრო თემა მხოლოდ სამსახურს, შვილებს და მომავლის გეგმებს ეხება. ამიტომ უნდა გამონახოთ დრო სულიერი საუბრებისთვის და გაიხსენოთ რა გიყვართ თქვენს მეორე ნახევარში.
3. იარეთ პაემნებზე
ცხოვრება, სამსახური, ბავშვები - და პაემნები საყვარელ მამაკაცთან, წარსულის გახსენებაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, რთულია ამისთვის დროის გამონახვა, მაგრამ, თუ ნამდვილად გსურთ გახდეთ ქალი, რომელიც თქვენს ქმარს შეუყვარდა, ეს უნდა გააკეთოთ.
4. დაუთმეთ დრო თქვენს ქმარს
როცა ურთიერთობა საწყის ეტაპზეა, მოგწონთ, როცა იგებთ რა მოსწონს, როგორია სინამდვილეში, ცდილობთ იყოთ ისეთი როგორსაც ის იმსახურებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნით.
დროთა განმავლობაში ეჩვევით და აღარ ცდილობთ მამაკაცი გააბედნიეროთ. დრო დაუთმეთ ქმარს, არა იმიტომ, რომ "საჭიროა", არამედ იმიტომ, რომ თქვენ გსურთ ეს. გაიხსენეთ, როგორ მოგწონდათ მისი გაბედნიერება და კვლავ გაიმეორეთ.
5. ნუ დაივიწყებ საკუთარ თავს
ვინ იყავით, როცა თქვენი ქმარი მოხიბლეთ- როგორ გამოიყურებოდით, როგორ ერთობოდით, როგორ იქცეოდით - სწორედ ამიტომ შეუყვარდით მას. ძალიან მარტივია ოჯახა და სამსახურში დაიკარგოთ, მაგრამ ნუ დაკარგავთ საკუთარ თავს.
6. უკან მოიხედეთ
თუ ნამდვილად გსურთ დაიბრუნოთ დრო, როცა ერთმანეთს ხვდებოდით, მაშინ გააკეთეთ ეს. დაათვალიერეთ ძველი ფოტოები, ვიდეოები, ისაუბრეთ, გაიხსენეთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რას მიაღწიეთ ერთად, როგორც წყვილმა. ცვლილებებიც კარგია, თუ ერთად ვითარდებით და იზრდებით.
ხანდახან უბრალოდ უნდა გაიხსენოთ, რომ ურთიერთობა გაქვთ. ურთიერთობა კი რთული და მუდმივი სამუშაოა.
ლეა ხიმშიაშვილი