ჭეშმარიტად ახლო ურთიერთობა მას მხოლოდ ცოლთან უნდა ჰქონდეს. მეუღლე მისი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს. ამიტომ, აი, რა არ უნდა უთხრას მამაკაცმა სხვა ქალს არასდროს:
1. "ვინმესთან საუბარი მჭირდება"
როცა სასაუბრო თემა ძალიან პირადულია, ეს ისეთ სიახლოვეს ქმნის, რაც ცოლიან მამაკაცს სხვა ქალთან არ უნდა აკავშირებდეს. თუ მას ვინსმესთან სურს საუბარი, ამისთვის იდეალური ადამიანი - ცოლია.
2. "ცოლთან სექსი დიდი ხანია არ
ცოლიანმა მამაკაცმა ამ თემაზე სხვასთან, მით უმეტეს ქალთან არ უნდა ისაუბროს. თუ რაიმე არ აკმაყოფილებს, პრობლემა ცოლთან უნდა განიხილოს.
3. "მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს კარგად ვერ ვუგებთ"
თქვენ ერთად ყოფნა თავად გადაწყვიტეთ და იქორწინეთ. თუ თქვენი ქორწინება რთულ პერიოდს გადაიტანს, გაიხსენეთ კარგიც და კვლავ თქვენს ცოლს დაუახლოვდით და არა სხვა ქალს.
4. "გუშინ ცოლს ძალიან ვეჩხუბე"
ეს ვერავინ უნდა გაიგოს.
5. "მიხარია, რომ შენ მყავხარ"
ამ სახის კომპლიმენტი მიანიშნებს, რომ მამაკაცი სხვა ქალითაა დაინტერესებული და რომ ის მას სჭირდება. ცოლიანი მამაკაცი სხვა ქალთან არ უნდა მეგობრობდეს.
6. "განტვირთვა მჭირდება. არ გინდა სადმე ერთად წავიდეთ?"
სხვა ქალთან ერთად განმარტოვდეთ და დაისვენოთ - ეს საკუთარი ცოლის უპატივცემულობა და პირველი ნაბიჯია ღალატისკენ.
7. "ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, ასე რომ სანერვიულო არაფერია"
თუ მას საკუთარი ქმედებებისთვის თავის მართლება სჭირდება, იმის ნიშანია, რომ ის მართალი არ არის. გაექეცით ყველაფერს, რისთვისაც თავისმართლება დაგჭირდებათ.
8. "შეყვარებული გყავს?"
ცოლიან მამაკაცს ეს არ უნდა აინტერესებდეს.
9. "ფიქრობ, რომ კარგი ქმარი ვარ?"
ეს ცოლიანმა მამაკაცმა, მხოლოდ საკუთარ ცოლს უნდა ჰკითხოს.
თუ დაქორწინებული ხართ, მოერიდეთ ქალთან ამ სახის მეგობრობას. პატივი ეცით ქალს, რომელსაც საქორწინო ფიცი მიეცით.
ლეა ხიმშიაშვილი