როცა საქმე ურთიერთობას ეხება, ეს მახასიათებლები ხსნის, თუ რატომ არის თქვენი შეყვარება თუ გადაყვარება ასე ადვილი.
ვერძი
ვერძი დამოუკიდებელი და საკუთარი თავით გართული ადამიანია. თავიდან სასიამოვნი პიროვნებად მოგეჩვენებათ, თუმცა მოგვიანებით გაგაღიზიანებთ და გაგაკვირვებთ. ხშირად მისი იმპულსურობა ხდება პრობლემა, როცა პარტნიორი კომპრომისზე წასვლის გზებს ეძებს.
კუროს სიჯიუტე აიძულებს წყენა დიდხანს ახსოვდეს. მაშინაც კი, თუ ბოდიში მოუხადეს, უკმაყოფილოა და არჩენს განაწყენებული იყოს, ვიდრე მისი სურვილი ბოლომდე არ დაკმაყოფილდება. ეს მეორე პირისთვის ძალიან არასასიამოვნოა.
ტყუპი
ამ ნიშნის ძირითადი მახასიათებელი მათი თავისუფალი სულია, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებშიც კი რთულია რაიმე აიძულოთ. შეუძლიათ აქტიურად გააგრძელონ ფლირტაობა და სხვა ადამიანების მიმართ ინტერესი გამოხატონ. მათი იდეალი - თავისუფალი ურთიერთობებია, ამიტომ მონოგამებთან გაუჭირდებათ.
კირჩხიბი
კირჩხიბი დამოუკიდებელია და მხოლოდ საკუთარი თავის იმედადაა. თუმცა ხშირად, რაც უფრო მეტად განიცდის ადამიანზე, მით მეტად დამოკიდებული ხდება მასზე და საკუთარი სიყვარულით ახრჩობენ.
ლომი
მიუხედავად იმისა, რომ ერთგული ნიშნები არიან, სიამაყე ხშირად ხელს უშლით წარმატებულ ირთიერთობაში. ისინი კამათს გააგრძელებენ და საკუთარი პოზიციის მტკიცებას, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად უმნიშვნელოც არ უნდა იყოს საკამათო თემა. ლომებისთვის ეს სასიხარულოა, მათი პარტნიორებისთვის კი ძალიან მოსაწყენი.
ქალწული
ქალწულები ანალიტიკურები და სკეპტიკურები არიან - საშიში კომბინაცია. ისინი აანალიზებენ და ეჭვი ეპარებათ არა მარტო საკუთარ, პარტნიორის გრძნობებშიც. მცირე ეჭვიც კი აიძულებს დანებდეს და ურთიერთობის წარმატების აღარ სჯეროდეს, მაშინაც კი, თუ პრობლემის გადაჭრის გზა არსებობს.
სასწორი
ეს ზოდიაქოს ყველაზე იდეალური ნიშანია, მაგრამ ახასიათებთ სიამაყეც. სასწორი გამუდმებით ეძებს პრობლემებს, გამოწვევებს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერს გამოასწორებს, რათა იდეალური ურთიერთობები ააწყოს. თუმცა როგორც წესი ეს არ მოქმედებს, რადგან პარტნიორს არ სურს ის გამოასწორონ.
მორიელი
მორიელი ერთგული და ვნებიანია, ურთიერთობაში იდეალური. მაგრამ კირჩხიბის მსგავსად, შესაძლოა ზედმეტად მიჯაჭვული და ეჭვიანი იყოს, სურს პარტნიორი ბოლომდე აკონტროლოს.
მშვილდოსანი
ყველაზე ავანტიურისტი ნიშანია, უყვარს გართობა და სიამოვნების მიღება. პარტნიორისგან ზედმეტად ბევრს ელიან.
თხის რქა
თხის რქა ადამიანებს მარტივად ვერ ენდობა. იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში შეგიშვას მისი ნდობის მოპოვებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, მას მომთმენი და ძალიან ძლიერი პარტნიორი სჭირდება, რომელიც ამ კედელს გაანგრევს და საკუთარ ერთგულებას დაამტკიცებს. სამწუხაროდ ამისთვის მზად ყველა არ არის.
მერწყული
გამჭრიახი მერწყული პირდაპირია და აზრის გამოხატვის არ ეშინია. ეს ერთი შეხედვით შესაძლოა საყვარლად მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთაგანმავლობაში ძალიან გამაღიზიანებელი და მოსაბეზრებელია.
თევზები
ეს ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. მათთან შეხვედრა რთულია, რადგან ჯერ კიდევ მისტირიან ძველ ან უპასუხო სიყვარულს. ხანდახან საკუთარი ფანტაზიები სხვა ადამიანზე გადააქვს, რაც სასიამოვნო არ არის.
ლეა ხიმშიაშვილი