27 ოქტომბერი, 2016
ახალგაზრდა ქალის ელემენტარული შეცდომის შემდეგ მისი ოჯახის ყველა წევრი გარდაიცვალა
მარია ჩელიშევა 8 წლის ასაკში დაობლდა. მისი ოჯახის 4 წევრი გაფუჭებული კარტოფილის აორთქლებამ შეიწირა.

ოჯახი კარტოფილს მთელი ზამთარი სახლის სარდაფში ინახავდა, რაც მათთვის დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

42 წლის მიხეილ ჩელიშევი სარდაფში კარტოფილის ამოსატანად გაეშურა, არც კი იცოდა, რომ უკვე დამპალიყო. როცა გარკვეული დროის შემდეგ მამაკაცი არ დაბრუნდა, მის საძებნელად ცოლი, ნასტია წავიდა.

მათი 18 წლის ვაჟი, გიორგიც სარდაფში ჩასვლით მესამე მსხვერპლი გახდა. ნასტიას დედამ, ირაიდამ დასახმარებლად მეზობელს დაუძახა, თუმცა ვეღარ მოითმინა და სარდაფში ისიც ჩავიდა.

როგორც ჟურნალისტები ჰყვებიან, ირაიდამ სარდაფის კარი ღია დატოვა. ამან საბედნიეროდ 8 წლის მარია სიკვდილს გადაარჩინა.

ამ ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ ანალოგიური შემთხვევა მოხდა ციმბირის საწყობში. ბაზის უფროსმა 4 მტვირთავს გაფუჭებულ კარტოფილთან მუშაობა დაავალა.

"შენობაში გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი იგრძნობოდა. ეს კი საშუალებას გვაძლევს იმ ფაქტს დავერყდნოთ, რომ ადამიანები გაფუჭებული კარტოფილისგან გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერების გამო დაიღუპნენ" - ეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ეწერა.

კარტოფილი გლიკოალკალოიდის ნივთიერებას შეიცავს - ტოქსიკური ნაერთი, რასაც გამოიმუშავებს ბოსტნეული, გარკვეული დროის შემდეგ და განთავსებულია მის კანქვეშ.

ეს ნივთიერება შესაძლოა თავის ტკივილის, დიარეას, რთულ შემთხვევაში კი კომის და სიკვდილის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. ბოსტნეულის მომზადებისას, გლიკოალკალოიდი ნაწილებად იშლება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ggg
ბაჩო, დამპალი კარტოფილი გიჭამია? შინაარსი ვერ გამოგაქვთ?
23:08 / 31-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალირ
სარდაფში დახურული სივრცეა და ალბათ ზომაზე მეტი დაგროვდა.თქვენც გაფრთხილდით რას ილანძღებით. არ გინდათ არ მიიღოთ.
09:54 / 31-10-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ის კი ვიცი გამწვანებული და გაღვივებული კარტოპილი სჰხამიანი და მომწამლელია ალბატ განსაკუტრებიტ დაჭკნობამდე გაღვივებული . სჯობია გადაყაროტ ასეტი კარტოპილი დამპალი კარტოპილი მეც ამომიჭრია სიდამპლე და მასე მომიმზადებია კერძი მაგრამ არავინ დაშავებულა .
08:28 / 30-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი-ს
ზუსტად მაგის დაწერას ვაპირებდი მეც, რაღაც არარეალრი მგონია....
17:50 / 29-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
-რა სისდამპალი ულელეა,სოფელში ვარ გაზრდილი,დამკპალი არტოფილი მოგვიხვეტია და გადაგვიყრია და არაფერიც არ მოგვსვლია.
20:34 / 28-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS