21 ოქტომბერი, 2016
7 რამ, რასაც მამაკაცების თვალში მაგარი ქალები აკეთებენ
უნდა გამოვტყდეთ, რომ მომხიბვლელი გარეგნობა მიმზიდველი ქალის მთავარი მახასიათებელი არ არის, სხვა თვისებებიც არის საჭირო. ჩვენი სტატია 7 მთავარ თვისებას გამოყოფს, რაც ქალს მამაკაცების თვალში ნამდვილ დედოფლად აქცევს.

გულისხმიერი
ქალი, მისთვის საინტერესო მამაკაცზე ზრუნვას არ შეწყვეტს და მის ინიციატივას სიტყვით ან ღიმილით მაინც უპასუხებს. გოგონას მხრიდან თანადგომა და არა გულგრილობა ნიშნავს იმას, რომ ის მამაკაცის მზრუნველობას იღებს.

დამოუკიდებელი
მამაკაცებს არ უყვართ ქალები, რომლებიც მათ სამყაროს ცენტრად აქცევენ და დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლიათ. გაცილებით საინტერესოა
გოგონა, რომელსაც საკუთარი ცხოვრება აქვს და მიზანს ყოველთვის აღწევს. ის პიროვნებაა და არა ვიღაცის ჩრდილი - ეს კი სექსუალურია.

აფასებს საკუთარ თავს
მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც საკუთარი სურვილების წინააღმდეგ არ მიდიან და არ გააკეთებენ იმას, რაც სძულთ. ამავდროულად პატივი უნდა სცეს პარტნიორის სურვილებსა და მოთხოვნილებებს, თუ ურთიერთობაში იდეალური ბალანსის შენარჩუნებისკენ ისწრაფვის.

ენდობა საკუთარ მამაკაცს
თუ მან ის აირჩია, ე.ი. ენდობა და არ დაატერორებს გამუდმებით ეჭვიანობით, გამოგონებული შიშებით. მიმზიდველ ქალს მამაკაცის ნდობა შეუძლია და მისი გვერდში დგომის იმედი ყოველთვის აქვს.

აქვს იუმორის გრძნობა
არაფერია იმაზე სექსუალური, ვიდრე მისი მხიარული სიცილი, პოზიტიური განწყობა და პარტნიორის ხუმრობებზე გაცინება.
ხშირად მამაკაცებს ჭკუამხიარული გოგონები უყვარდებათ, რომლებსაც ცხოვრებაში იუმორის დანახვა შეუძლიათ და ყველაზე ცუდ დროსაც გულწრფელად იცინიან.

შეუძლია თანადგომა
როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მამაკაცი, ოცნებობს ქალზე, რომელიც რთულ მომენტში მასზე უარს არ იტყვის. სურს ქალი, რომელსაც მორალური თანადგომა, დამშვიდება და ზრუნვა შეუძლია. ასეთ ქალს ის არ გაუშვებს.

ვნებიანი და სექსუალური
მამაკაცს სიამოვნებს იმ ქალთან ყოფნა, რომელიც მის სექსუალურ მოთხოვნილებებზე პოზიტიურად რეაგირებს, არ ერიდება იყოს სექსუალური და არ იყენებს ფიზიკურ სიახლოვეს, როგორც მანიპულირების ინსტრუმენტს.

კაცის გულის იდეალური დიასახლისი - ვნებიანი და ცხელი გოგონაა, რომელსაც არ აშინებს საკუთარი ემოციები, შეუძლია და სურს, რომ სასურველი იყოს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
...........
ამდენი რამის გაკეთება ნამდვილად მეზარება ღრუზინისთვის. დაუდგი ხინკალი,ლუდი, მერე ააგდებს ვინმეს და ესაა მისი ცხოვრება. ამისთვის ვიწვალო? :))))))
21:31 / 28-10-2016
გამოხმაურება / 0 /
რეალობას
ისარგებლე შანსით და გაუშვიი გაუმარჯოს თავისუფლებას )))
17:04 / 22-10-2016
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
მაინც სხვისკენ გაიხედა. მაინც რაგაც ახალი უნდოდოა როგორც ჩანს, სამწუხაროდ მე ის ახალი არ მქონია ანუ თქვენ მე-8 დაგავწიყდათ !!!!!
16:50 / 21-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS