1. ნუ იქნებით გოგონა "დიახ"
მამაკაცები აფასებენ მათ, ვისაც საკუთარი აზრი გააჩნია, მაშინაც კი, თუ ეს აზრი მათ აზრს ეწინააღმდეგება. გოგონა, რომელიც მამაკაცს ყველაფერში ეთანხმება, მასში განსაკუთრებულ გრძნობებს ვერ გამოიწვევს.
2. ნუ დათვრებით
ამ კუთხით მამაკაცებს ორგვარი სტანდარტი აქვთ - თუ ძმაკაცი ძალიან თვრება, მეორე დღეს უბრალოდ ამბობენ, რომ კარგი დრო
3. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება
მამაკაცების უმრავლესობას სურს ქალის ცხოვრების ნაწილი იყოს, მაგრამ არა მთელი მისი ცხოვრება. ისინი პატივს არ სცემენ ქალებს, რომლებიც მათ ამოსავალ წერტილად აქცევენ. გაცილებით მიმზიდველია გოგონა, რომელსაც საკუთარი ინტერესები, ჰობი აქვს და ჰყავს მეგობრები.
4. პირველივე შემხვედრს საწოლში ნუ ჩაუგორდებით
პირველივე პაემანზე სექსი, ყველაზე მარტივი ნაბიჯია ურთიერთობა უპატივცემულობით დაიწყოთ. კაცები არ აფასებენ მათ, ვისაც ადვილად ითანხმებენ. რაც მეტი ძალისხმევა დასჭირდება მის მოსაპოვებლად, მით მეტად აფასებს თავის გოგონას.
5. არ მოიტყუოთ
პატიოსნება - ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის გარანტია. როგოც ცნობილია პატარა ტყუილს დიდი წყენა მოსდევს და უძვირფასეს ნდობას ანადგურებს.
6. ყოფილზე ნუ იწუწუნებთ
როგორი ცუდიც არ უნდა იყოს თქვენი ყოფილი შეყვარებული, მასზე საუბარი უნდა განსაზღვროთ, რომ საშიშროებამდე არ მიგიყვანოთ. უმჯობესია მოკლედ და კონკრეტულად უამბოთ, თუ რაიმეს თქმა გსურთ. სხვა შემთხვევაში თქვენი ახალი პარტნიორი იფიქრებს, რომ მასზეც ასევე ისაბურებთ მომავალ ბოიფრენდთან.
7. სხვებთან არ იფლირტაოთ
საქმე მხოლოდ ეჭვიანობას არ ეხება, ამას ვერცერთი თავმოყვარე კაცი ვერ აიტანს და თქვენში მხოლოდ "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალს დაინახავენ.
8. იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ
თავს ნუ მოაჩვენებთ, მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც საკუთარ თავთან გულწრფელები არიან.
9. იყავით ნამდვილი ლედი
სინაზე, სისუფთავე, ქალურობა - ეს ის მახასიათებლებია, რასაც მამაკაცი ყოველთვის დააფასებს, მაშინაც კი თუ ამას არ აღიარებს.
ლეა ხიმშიაშვილი