გთავაზობთ 7 რჩევას, რომლებიც ღრმა და ჯანსაღი ძილის გარანტიას გაძლევთ:
ძილის წინ არ უნდა დალიოთ წყალი
წყალი ორგანიზმში გარკვეულ ფუნქციას ასრულებს და თუ მას ძილის წინ მიიღებთ, ღამით საპირფარეშოსთვის ადგომა რამდენჯერმე მოგიწევთ, ეს კი ნორმალურ ძილს დაგირღვევთ.
არ იძინოთ
ბევრ ჩვენგანს ჩვევია ძილი დღის განმავლობაში და უნდა მოერიდოთ, რადგან ორგანიზმის ნორმალური და ჯანსაღი ციკლი ირღვევა.
ნუ გამოიყენებთ კომპიუტერულ ტექნიკას
ძილის ერთ-ერთი მთავარი მტერი თანამედროვე სამყაროში უახლესი ტექნოლოგიები და უკაბელო ინტერნეტია. საშუალება მოგეცათ საწოლში წაიღოთ ეს მოწყობილობები და სასურველ გადაცემას უყუროთ, ეს კი კარგად იცით დიდხანს გრძელდება. შესაბამისად უმჯობესია ამ ჩვევას თავი დააღწიოთ.
აკონტროლეთ ვახშამი
საკვები უმჯობესია დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მიიღოთ. თქვენი გადამამუშავებელი სისტემა მანამ იმუშავებს, ვიდრე საკვებს ბოლომდე არ მოინელებს. ამიტომ დაძინება გაგიჭირდებათ.
ძილისთვის სწორ რეჟიმს მიმართეთ
ძილის რეჟიმი შეიმუშავეთ და მიჰყევით მას. ჩამონათვალში შეგიძლიათ შეიტანოთ - შხაპის მიღება, კბილების გახეხვა, კითხვა და ა.შ. როგორც კი ამ ჩვევებს შეიმუშავებთ ღრმა და ჯანსაღი ძილიც მაშინვე მოვა.
არავითარი ყავა
სასმელი შეიცავს კოფეინს და არ მოგცემთ დაძინების საშუალებას. ეცადეთ ყავა დაძინებამდე 4 საათის განმავლობაში აღარ მიიღოთ. კოფეინი ნამდვილად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და "აღადგენს" თქვენს სხეულს, მაგრამ თუ დაძინება გსურთ, ნუ დალევთ ძილის წინ.
ძილისთვის სწორი და მოსახერხებელი პოზა უნდა შეარჩიოთ
საყვარელი და მისთვის კომფორტული ძილის პოზა ყველას აქვს. დაძინება ყველაზე მარტივი საყვარელ პოზაშია. ამით არა მარტო გამოიძინებთ, განთავისუფლდებით კისრისა და მხრების ტკივილისგან.
ექიმების რეკომენდაციით დაიძინეთ ზურგზე ან გვერდზე. რეკომენდებული არ არის მუცელზე წოლა.
ლეა ხიმშიაშვილი