13 ოქტომბერი, 2016
20 ციტატა, რომლებიც ნებისმიერი სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
"ყველა გოგონამ ყოველთვის უნდა იცოდეს ორი რამ: რა და ვინ სურს მას" - კოკო შანელი.

"როგორც კი რაიმეზე ოცნებას შეწყვეტ, შენს ხელში თავისით მოხვდება. ჩემი გამოცდილება ამას ადასტურებს - ეს აბსოლუტური აქსიომაა" - ენდი უორჰოლი.

"ბევრს აშინებს იმის თქმა, თუ რა სურთ. ამიტომაც ვერ იღებენ სასურველს" - მადონა.

"ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ რაიმე მთელი გულითა და სულით გსურს, აუცილებლად მიიღებ" - ვივიენ ლი.

"წესები - წესებით, მაგრამ მე ყოველთვის სულიერ სიამოვნებას მივყვები" - კერი ბრედშოუ.

"ხანდახან ვერ ვიღებთ იმას რაც გვსურს, მაშინ ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება" - მიკ ჯაგერი.

"იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მიიღო სასურველი, პირველ რიგში აუცილებელია გაარკვიო რა გსურს სინამდვილეში" - კიანუ

რივზი.

"თუ რამე ძალიან გინდა - ეს ან ამორალური ან აკრძალულია, ან ფიგურისთვისაა საზიანო" - არტურ ბლოხი.

" ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რასაც სხვებს არ ატყობინებს, და სურვილი, რასაც საკუთარ თავსაც არ უტყდება" - ზიგმუნდ
ფროიდი.


" თუ არ იცი რა გსურს, მოკვდები იმ აურაცხელ არასასურველ მდგომარეობაში, რაც არ გსურდა" - ჩაკ პალანიკი.

" ყველაფერი აგიხდება, მხოლოდ სურვილია საჭირო" - ფაინა რანევსკაია.

"თუ რაიმე მსურს, მე მას ვიღებ ისე, რომ არც ანგელოზებთან და არც დემონებთან ბრძოლა არ მიწევს" - მარგარეტ მიტჩელი.

"ისურვეთ, რომ ვინმეს გაუმართლოს - შეგხვდეთ თქვენ. და თქვენ გაგიმართლებთ შეხვდეთ ვინმეს" - ერიკ ბერნი.


"დღეს ის გააკეთე, რაც სხვებს არ სურთ. ხვალ ისე იცხოვრებ, როგორც სხვებს არ შეუძლიათ" - ჯარედ ლეტო.

"ნუ ეცდებით ცდუნებებს გაექცეთ: დროთაგანმავლობაში ისინი თავად გაგექცევიან თქვენ" - ბერტრან რასელი.

"უფრო მარტივია პირველი სურვილი ჩაახშო, ვიდრე ყველა მომდევნო დააკმაყოფილო" - ბენჟამინ ფრანკლინი.

"სურვილი საკმარისი არ არის. უნდა შეგეძლოს" - ვიქტორ ჰიუგო.

"ბედნიერებისთვის ან სურვილები უნდა შეამციროთ ან სახსრები გაზარდოთ" - ბენჟამინ ფრანკლინი.

"ვისაც მაღლა ასვლა ძალიან სურს, კიბეს თვითონვე მოიგონებს" - იაპონური ანდაზა.

"თუ ქალი რაიმეს მოისურვებს, თავად ღმერთსაც არ შესწევს ძალა ხელი შეუშალოს" - ანნ და სერჟ გოლონი.

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS