1. შფოთი და დაღლილობა
დაფნის ფოთოლში შემცველი ქიმიური ნივთიერებები ამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ამისთვის საკმარისია დაწვათ დაფნის რამდენიმე ფოთოლი. მისი სურნელი არ იწვევს ძილიანობას, პირიქით - გამოგაფხიზლებთ და მოგიხსნით დაღლილობას.
2. სასუნთქი სისტემა
დაფნის ფოთოლი ასტიმულირებს სასუნთქ გზებს, დაგეხმარებთ ფილტვებში დაგროვილი ნახველისა და ლორწოსგან გასუფთავებაში.
საუკეთესო ეფექტისთვის შეიყნოსეთ დაფნის
3. ქერტლი
ქერტლის მოსაშორებლად, დაფნის ზეთი, ჟოჟობას შემთბარ ზეთს შეურიეთ. თბილი ზეთი თავის კანზე შეიზილეთ, თავი პირსახოცით შეიხვიეთ და გაიჩერეთ 15- 60 წუთს. ქერტლისგან ასევე განთავისუფლდებით, თუ ჩვეულებრივ შამპუნს რამდენიმე წვეთ დაფნის ზეთს დაუმატებთ.
4. დიაბეტი
სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევებით დამტკიცდა, რომ დაფნის ფოთოლი ეფექტურია მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. თუ დღეში სულ 3 გრამ დაფნის ფოთოლს გამოიყენებთ, გლუკოზას დონე დაეცემა.
5. მონელება
ხმელთაშუა ზღვისა და აღმოსავლეთ აზიის კულტურები, რომლებიც ალტერნატიულ მედიცინას მიმართავენ, სჯერათ დაფნის სამკურნალო ძალის.
საკვებში გამოყენებულ დაფნის ფოთოლს მომნელებელი წვენების, ფერმენტებისა და ნაღვლის სეკრეცია შეუძლია.
6. ჯანმრთელი გული
დაფნის ფოთოლში აღმოჩენილი ორგანული ნაერთი, სახელწოდებით "კოფეინის მჟავა", როგორც ცნობილია კაპილარების კედლებს ამყარებს. ის ასევე აღმოფხვრის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცუდ ქოლესტერინს. კერძის მომზადებისას დაფნის ფოთლის გამოყენება აუმჯობესებს გულის მდგომარეობას.
7. სახსრების ანთება
კვლევის თანახმად, დაფნის ფოთლის ანტიანთებითი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები პრეპარატ მორფინის ეფექტს უდრის. ტკივილის შესამსუბუქებლად დაფნის ზეთი წაისვით ანთებიან სახსრებზე და ყოველდღიურად გამოიყენეთ დაფლის ფოთოლი საკვებში.
8. საშარდე გზების ინფექცია
საშარდე გზების ანთების სამკურნალოდ უძველესი მეთოდია - დალიეთ რძეში დამატებული დაფნის ფხვნილი.
დაფნის ფოთოლი - ყოვლისშემძლე, სასწაულმოქმედი მცენარეა. მისი შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში, ძალიან იაფად შეგიძლიათ. დაუმატეთ დაფნა წვნიანს, ბოსტნეულსა და ხორციან კერძებს.
ლეა ხიმშიაშვილი