მაშ ასე! რას მოგვიტანს 2017 წელი:
ვერძი - დამსახურებული დასვენება
გასული ორი ურთულესი წელიწადი უკან დარჩა. დადგა დრო, როცა ამ ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარი დაუღალავი შრომისგან ნაყოფი მიიღონ.
კურო - დადგა დრო ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ!
მაიმუნის წელიწადი სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წარუმატებლობა, დაძაბულობა და ამაოება უკან დარჩება. დადგა დრო სიმშვიდის და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებისა. ვარსკვლავები იმის გარანტიას, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემენ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება, თუმცა ემოციურ და მატერიალურ ფონზე შეგიძლიათ აბსოლუტური სიმშვიდე ჰპოვოთ.
ტყუპი - პოზიტიური დრო
მამლის წელიწადი სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და წარმატებული საწყისებითაა სავსე. ეს წელიწადი ტყუპისთვის ძალიან პოზიტიური იქნება და ისინი სასწაულის მოწმენიც გახდებიან.
კირჩხიბი - მშვიდობით მძიმე ტვირთო
ბედისწერა საინტერესო ადამიანებთან შეგახვედრებთ, რომლებიც ერთგული მეგობრები გახდებიან და კირჩხიბის პიროვნულ ზრდაზეც დიდ გავლენას მოახდენენ. ზოგიერთი მძიმე ტვირთსაც მოიშორებს, რაც დიდიხანია კისერზე აწევს და მათ ცხოვრებაში ერევა.
ლომი - ყველაფერი თქვენს ხელთ იქნება
ნადავლის მოსაპოვებლად ამ ნიშანს, თითქმის არაფრის გაკეთება არ დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეგუებულები არიან ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიონ. ცხოვრობენ დევიზით -"ცხოვრება ბრძოლაა". ამიტომ ცხოვრების ისე გადალაგება, რომ ყველაფერი თქვენს ხელთ თავისთავად იქნება, ცოტა პრობლემებს შეგიქმნით. ბედი ლომს ბევრ გაუთვალისწინებელ მოვლენას ჰპირდება, რასაც ხშირშემთხვევაში სასურველი შედეგი მოჰყვება.
ქალწული - გამოცდაში გამარჯვების სიმტკიცე
დროა საკუთარ გადაწყვეტილებებში წლის საწყისიდანვე მტკიცე იყოთ. ეს სიმტკიცე ქალწულებს დაეხმარება გაუძლოს ყველა გამოცდას, რასაც მამლის წელიწადი ჰპირდება. უმჯობესია ეშმაკობა გამოიჩინოთ და სვლა თქვენივე საკეთილდღეოთ მიმართოთ.
სასწორი - ნებისმიერი დავალება თქვენს მხრებზეა
ბედისწერა სასწორს უამრავ შანსს აძლევს, რომ მატერიალურად კიდევ უფრო გამყარდეს, მთავარია შანსები არ გაუშვას. თუ რაიმე პროექტს თქვენს თავზე აიღებთ, მისი რეალიზებისთვის ყველა ღონე უნდა იხმაროთ, გამოხატოთ სიმტკიცე და დამოუკიდებლობა.
მორიელი - დიდი ცვლილებების ზღვარზე
მორიელს დიდი ცვლილებების გადალახვა მოუწევს, რის შემდეგად ცხოვრებას "მანამდე" და "შემდეგ" ნაწილებად დაჰყოფს. მორიელს ცვლილებების ქარი ჩამოუქროლებს, სურვილი გაუჩნდება წარსულში დატოვოს ძველი კოლეგები, რუტინული სამსახური და ცხოვრებაზე გარდაქმნების ტალღა გადაატაროს. ცხოვრებაში ცვლილელები ამ ნიშნის მსოფლმხედველობასაც შეცვლის.
მშვილდოსანი - უამრავი პერსპექტივა
ამ ნიშნის ოპტიმისტური ბუნება და ძლიერი ენერგეტიკა უამრავ პერსპექტივის საწინდარი გახდება. პრობლემებს გვერდიდან შეხედავენ, არ დანებდებიან და მარტივად გადაჭრის გზებსაც იპოვიან, ამით დროსა და ენერგიასაც დაზოგავენ. ყველა შემთხვევაში ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
თხის რქა - დროა თავს მიხედოთ
ვარსკვლავები გირჩევენ, პრიორიტეტები სწორად გადააფასოთ. ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ, ისწრაფეთ სრულყოფისაკენ. სამყაროზე ახალი ხედვა გაგახარებთ, ირგვლივ ყველაფერი შეიცვლება. პრობლემები ძველებურად გლობალური აღარ მოგეჩვენებათ და მშვენიერებას ყველაზე უბრალო საგნებშიც დაინახავთ.
მერწყული - ეს თქვენი წელია
2017 წელი ყველანაირ ასპექტში, მერწყულის წელიწადად ითვლება. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები და მამალი სულიერად ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ისინი შემოქმედებითი ბუნების პიროვნებები არიან, არ სურთ სირთულეები თავის თავზე აიღონ და გაურბიან მათ. ეს მერწყულის ერა იქნება და მათ გადაწყვეტილებების გამართლების უამრავი შესაძლებლობა მიეცემათ.
თევზები - დასრულდა შეფერხებები!
2017 წელი ასევე განსაკუთრებული იქნება თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ერთ ადგილას გაყინული აღარ იქნება, რაც თითქმის 10 წელია გრძელდება. ეს იქნება დიდი გამოღვიძება, უსაქმურობის დრო დასრულდება და აურაცხელი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს.
ლეა ხიმშიაშვილი