10 ოქტომბერი, 2016
რას ელის მამაკაცი ქალისგან სინამდვილეში
ცნობილი მწერალი და ფსიქოლოგი ხორხე ბუკაი იმაზე, თუ რას ელის მამაკაცი ქალისგან ყველაზე მეტად.

ბუკაი ხორხე - ცნობილი არგენტინელი ფსიქოდრამატისტი, ჰეშტალფსიქოლოგი, მწერალი და პოპულარული ფსიქოლოგიის წიგნის ავტორი.

ხორხე თავის ერთ-ერთ წიგნში წერს: "თითქმის ყოველთვის, ერთადერთი შეცდომა ისაა, როცა ფიქრობ რომ ჭეშმარიტება მხოლოდ შენი სამრეკლოდან მოსჩანს. ყრუს ყოველთვის ჰგონია, რომ ვინც ცეკვავს გიჟია".

ახლა კი გაიგეთ, რას ამბობს ხორხე ბუკაი იმაზე, თუ რას ელის მამაკაცი ქალისგან ყველაზე მეტად:

- მინდა, მომისმინო ისე, რომ არ განმსაჯო.

- მინდა, გამოთქვა
აზრი ისე, რომ რჩევა არ მომცე.

- მინდა, თვალდახუჭული მენდო.

- მინდა, ისე მეხმარებოდე, რომ ჩემს მაგივრად გადაწყვეტას არ ცდილობდე.

- მინდა, იზრუნო ჩემზე, დამცირების გარეშე.

- მინდა, მიყურებდე ისე, რომ ჩემგან რაიმეს მიღწევას არ ელოდე.

- მინდა, მეხუტებოდე, მაგრამ არ მახრჩობდე.

- მინდა, ჩემი შთაგონების წყარო გახდე, იძულების გარეშე.

- მინდა, მხარში დამიდგე, მაგრამ ჩემს ნაცვლად არ პასუხობდე.

- მინდა, დამიცვა, მაგრამ არ იტყუებოდე.

- მინდა, ახლოს იყო, მაგრამ პირადი სივრცე დამიტოვო.

- მინდა,  ჩემი ყველაზე ცუდი მხარეც იცოდე. მიიღო და არ ეცადო შეცვლას.

- მინდა, იცოდე, რომ ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს - ყოველთვის.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინი
ბოდიში რომ ვარსებობთ რა :D ჩვენც იმავეს ველით კაცებისგან...
20:16 / 15-10-2016
გამოხმაურება / 0 /
დოდო
ამასვე ელის ქალი მამაკაცისგან
17:26 / 10-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS