10 ოქტომბერი, 2016
ოქროს წესები ფენ-შუისგან - როგორ მიიზიდოთ ოჯახში დადებითი ენერგეტიკა
იმისთვის, რომ სახლში დადებითი ენერგია მიიზიდოთ სულაც არ არის აუცილებელი ფენ-შუის დიპლომიანი ოსტატი იყოთ.
საკმარისია შემდეგი მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინება:

1. თუ მატერიალური პრობლემები შეგექმნებათ, სახლში ერთდროულად ყველა ნათურა გამოცვალეთ. დადებითი ენერგიის მოზღვავებას მაშინვე იგრძნობთ.

2. შეამოწმეთ ყველა ონკანი, ხომ არ წვეთავს წყალი რომელიმედან - თუ ასეა, აუცილებლად შეაკეთეთ. უნიტაზის სახურავი უმჯობესია ყოველთვის დახურული გქონდეთ.

3. დაბინძურების შემთხვევაში ფანჯრები აუცილებლად გაასუფთავეთ, რადგან ფანჯარა სახლის თვალებია.

4. ხშირად განაახლეთ მაცივარი. ძველი და გამომშრალი საკვები უარყოფით ენერგიას იზიდავს.

5. თუ კარი არასასიამოვნოდ ჭრიალებს, მანქანის ზეთი წაუსვით, რადგან ჭრიალი არა მარტო ოჯახის წევრების ნერვებს აზიანებს, აშინებს კეთილგანწყობილ ენერგიას "ცი".

6. ენერგია "ცის" მისაზიდად სახლში ზარები ან "ქარის მუსიკა" ჩამოკიდეთ.

7. კატეგორიულად იკრძალება სახლში მცოცავი მცენარეების გაჩერება - სურო, ვაზი და სხვ. ასევე არასასურველია კაქტუსები.

8. ნუ შეინახავთ ძველ ნივთებს. შეამოწმეთ სახლში შესასვლელი კარის პირდაპირ სარკე ხომ არ არის, თუ კი - აიღეთ, რათა სარკემ "ცი" არ აირეკლოს და სახლი არ დატოვოს.

9.მაცივარი არ უნდა იყოს შესასვლელში, ის უნდა განათავსოთ იზოლირებულ ადგილას.

10. საძინებელში, საწოლი ისე არ ინდა განათავსოთ, რომ ფეხები კარისკენ გქონდეთ.

11. თუ მაგიდასთან მუშაობთ, სახით კარისკენ უნდა იჯდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია დაინახოთ ყველა შემომსვლელი.

12. თუ ცხოვრების მეგზურს ეძებთ, უნდა მოიშოროთ კენტი ნივთები. უნდა გქონდეთ წყვილი სურათები, ორი შანდალი და წითელი ღვინის წყვილი ბოკალი.

13. ორმაგ საწოლს შორის გასასვლელი არ უნდა ჩაკეტოთ. მისი კედელთან მიბჯენით, თქვენს პოტენციურ პარტნიორს გზას უკეტავთ.

14. საწოლის თეთრეული ყოველთვის ახალი უნდა იყოს, ვარდისფერ, წითელ ან ტერაკოტის ფერებში.

15. პოტენციური პარტნიორის მისაზიდად, კარგი იქნება, თუ საძინებელში ვარდისფერი ან წითელი ვარდების მოკრძალებულ თაიგულს განათავსებთ. მაგრამ საძინებელში ყვავილების ბოროტად გამოყენება არ ღირს. ოთახში მათი სიჭარბე გამოიწვევს უთანხმობას, ხოლო თუ უკვე დაოჯახებული ხართ, მეუღლის ღალატს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS