თუ ყველაზე მგრძნობიარე ნიშნების სიას შეადგენთ, კირჩხიბი უსიტყვოდ პირველ ადგილზეა. მას იმდენად მგრძნობიარე სული აქვს, რომ გარშემო მყოფებს დიდი ტაქტი და სიფრთხილე მართებთ, რომ კირჩხიბი არ გაანაწყენონ.
საერთოდ, წყლის ნიშნებს, კირჩხიბს, მორიელსა და თევზებს, როგორც წესი მომატებული მგრძნობელობა ახასიათებთ. კირჩხიბისა და თევზებისგან განსხვავებით, მორიელი შურისმაძიებელია. შესაძლოა
თავისებური წყენა ახასიათებს ვერძს - საერთოდ, ზედმეტ მგრძნობელობაში მას ვერ დაადანაშაულებთ, მაგრამ მისი ფეთქებადი ხასიათის წყალობით, მოწინააღმდეგეს ხშირად ანანებს, რაც თქვა ან გააკეთა. ვერძი ისევე სწრაფად მშვიდდება, როგორც ბრაზდება და ხშირად ისე აგრძელებს ურთიერთობას, თითქოს არაფერი მომხდარა.
ლომი - ყველაზე მეტად აბრაზებს უყურადღებობა და მისი ღირსებების სრული უარყოფა. ლომის დასჯის მეთოდი მოწინააღმდეგის არსებობის სრული იგნორირებაა.
მშვილდოსანი წყენაზე ბუნდოვნად რეაგირებს, მას ხანგრძლივ ნოტაციებს უკითხავს, რასაც ჯანსაღი ფსიქიკის გარეშე ყველა ვერ აიტანს.
"მიწის" ნიშნები - ქალწულის, თხის რქის, კუროს გაბრაზება თითქმის შეუძლებელია. და თუ ეს მოხდება, წყენა ემოციური განწყობიდან ძალიან მალე რაციონალურში გადადის. ამ ნიშნების წარმომადგენლები, გარშემო მყოფების ქმედებას იღებენ, როგორც სავალდებულოს, სამყაროს ისეთს იღებენ, როგორიც არის. ამიტომ, მისთვის არასასურველ სიტუაციაში მოხვედრისას, მოწინააღმდეგის შესაფერისი დასკვნები გამოაქვთ. შემდგომში კი ადექვატურ საპასუხო ზომებს მიმართავს.
ლეა ხიმშიაშვილი