ამ თვეში თქვენს მხარეს 3 ძლევამოსილი მოკავშირეა - დიდებული იუპიტერი, გულუხვი მზე და მოსიყვარულე ვენერა. ეს შესანიშნავი მომენტია, ურთიერთობას სერიოზული სტატუსი მიანიჭოთ. თუ ძიების პროცესში ხართ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით.
კურო
რეტროგრადულმა მერკურმა როგორც იქნა შეწყვიტა თქვენს პირად ცხოვრებაში ქაოსის შეტანა. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ახლა ცოტა რომანტიკაა, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი წესრიგი და ურთიერთგაგება გარანტირებულად გექნებათ. ეს თვე თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება.
ტყუპი
თქვენი გრძნობები გაძლიერდება და გამძაფრდება. საყვარელ ადამიანს უფრო დაუახლოვდებით.
კირჩხიბი
თქვენ მოგეცემათ შანსი, დაფიქრდეთ საკუთარ სურვილებზე და გადაწყვიტოთ, რა გინდათ ცხოვრებისგან. დაძაბულობა გაივლის და ბევრი სასიამოვნო წუთები გელით.
ლომი
თქვენი ზოდიაქოს სასიყვარულო სექტორში სატურნი გაბატონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსპექტიული შესაძლებლობები მოგეცემათ. ოქტომბერში სექსუალური თავგადასავლები გელით.
ქალწული
ამ თვეში, თქვენ რომანტიკის პლანეტასთან - ნეპტუნთან მოგიწევთ კავშირის დამყარება. ფრთხილად იყავით, ილუზიებში ზედმეტად არ გადაეშვათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით დიპლომატიური. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. იხილეთ სრულად