ბოლოს შავი მთვარე, 2 წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა.
დედამიწის დაბნელებული თანამგზავრი პარასკევს გამოჩნდება, რის გამოც ამერიკის უმეტეს ნაწილსა და ევროპის დასავლეთ მხარეს ცა დაბნელდება.
აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევროპა, აფრიკა, აზია, ავსტრალია) შავი მთვარე მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება (30 ან 31-ში, დამოკიდებულია ადგილზე). ოქტომბრის პირველი ახალმთვარეობა 1 რიცხვში იქნება.
შავ მთვარეს ერთი თვის განმავლობაში, მეორე ახალმთვარეობას უწოდებენ (მეორე სავსემთვარეობისგან
მეცნიერების აზრით, შავი მთვარე - ლურჯი მთვარის მეორე მხარეა.
შავი მთვარის ციკლი 9 წელს შეადგენს. ამ დროს გარკვეულ მოვლენებს აქვს ადგილი. მისტიკური მოვლენების თაყვანისმცემლებსა და ასტროლოგებს სჯერათ, რომ შავი მთვარე უბედურებას მოასწავებს, თუმცა მთლიანობაში სიმართლეს არ შეესაბამება.
ყოველ 13,5 თვეში საკუთარი ინსტიქტებისა და შიშების გამოცდას ვაბარებთ.
ბოროტება - განსაკუთრებული რამაა, რასაც სასიცოცხლო ძალების დაშრეტის საკუთარი პროგრამა აქვს. ეს არის სიამაყე, ბრაზი, შური, ეჭვიანობა, სიძუნწე, ცინიზმი და მსგავსი თვისებები.
ეცადეთ, გამოიყვანოთ ის მწყობრიდან და გაანეიტრალოთ სიკეთითა და სიყვარულით!
თქვენს წინაშე გადაშლილი შესაძლებლობების გამოყენება რომ შეძლოთ, მშვიდობასა და ურთიერთგაგებას მიაღწევთ.
ცხოვრებაში ახალ იმედებს იპოვით და ნათელს შეიგრძნობთ, წინ წახვალთ და სხვა შესაძლებლობებისკენ გზას გაგიხსნით.
ზოგიერთი შემოქმედებით საქმეში მნიშვნელოვანი ტალღის აგორებასაც ელოდება. ისინი ენერგეტიკულად დაიმუხტებიან და ამას საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენებენ.
თუ ერთ ადგილს ტკეპნით ან პრობლემებში იძირებით, შავი მთვარის ენერგია დაგეხმარებათ თქვენი შიშების დამარცხებაში, რაც გაბრკოლებთ.
ეს არის იდეალური დრო, პრობლემებისა და საკითხების გადასაჭრელად, რადგან მხოლოდ მეორე ახალმთვარეობას შეუძლია აღგვავსოს მსგავსი ენერგეტიკით.
საბოლოოდ, შავი მთვარის ენერგეტიკა დადებითი იქნება. ნუ გააკეთებთ სწრაფ მოძრაობებს (ნუ მიიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს) და ეს ცხოვრებაში ბალანსსა და გათვითცნობიერებას გაპოვნინებთ.
ლეა ხიმშიაშვილი