28 სექტემბერი, 2016
ფსიქოლოგებმა ნამდვილი სიყვარულის ნიშნები დაასახელეს
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი სიყვარული ნამდვილია, ფსიქოლოგების დასკვნებს გადაავლეთ თვალი.

ისინი 6 მთავარ ნიშანს გამოყოფენ:

1. თუ რეალურ პრობლემებზე გულით საუბრობთ, თქვენი პარტნიორი საუბარზე არამარტო მობილიზიზებულია, არამედ ცდილობს, თვალებში გიყუროთ.

2. როცა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობთ, თქვენი რჩეულისგან ერთ შეკითხვას მაინც მოისმენთ. ასეთი კითხვები საკითხის ღრმად განხილვაში გეხმარებათ და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პოულობთ პასუხს. ვინ, თუ არა თქვენი საყვარელი ადამიანი უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ პრობლემები არ გქონდეთ.

3. არასდროს გქონიათ ისეთი შემთხვევა,
რომ ის გამუდმებით გირეკავდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს და საკუთარი პრობლემების მოგვარებას გთხოვდეთ. ვისაც უყვარხართ, ცდილობს პრობლემებს აგარიდოთ.

4. როცა მას რჩევას თხოვთ, ის ყველა საქმეს მოწყდება და ცდილობს გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ - რთული სიტუაციიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. 

5. ხანდახან, ახლობელი ადამიანის გულახდილი საუბრები გულს გვტკენს. ვისაც ნამდვილად უყვარხართ, კამათის დროს ყურადღებით დააკვირდება თქვენს რეაქციას და აუცილებლობის შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტის ხერხებს შემოგთავაზებთ.

6. გააცნობიერებთ, რომ თავს შესანიშნავად გრძნობთ იმის გამო, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში არსებობს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS