27 სექტემბერი, 2016
როგორ შეარჩიოთ თილისმა ფულის მისაზიდად - სიმდიდრის სიმბოლო ქვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და სხვა ხრიკები
ბავშვობაში ბებიიისგან ხშირად გაგიგონიათ ფრაზა: "ნუ უსტვენ, თორემ ფული არ გექნება". თუ სხვადასხვა ქვეყანაში მსგავს ტრადიციებს მოიკითხავთ, რამდენიმე ათეულ ხრიკს შეაგროვებთ.

გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ ხრიკს, რომლებიც თქვენს შემოსავალს გააუმჯობესებს:

წითელი საფულე

საფულის შერჩევისას, არჩევანი შეაჩერეთ ყავისფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ, კრემისფერ, ოქროსფერ, ვერცხლისფერ, თეთრსა და ნაცრისფერზე, რადგან სწორედ ეს ფერები მიიჩნევა მიწის სტიქიის სიმბოლოდ, რომელიც ფენ-შუის თანახმად სიმდიდრესა და წარმატებას იზიდავს. გარდა ამ
ისა დიდი ყურადღება გაამახვილეთ წითელ საფულეზე - მიუხედავად იმისა, რომ წითელი ცეცხლის სტიქიაზეა პასუხისმგებელი, ის ენერგიის, კეთილდღეობისა და სიღარიბეზე სიმდიდრის გამარჯვების სიმბოლოა.

უცვლელი კუპიურა

არსებობს მოსაზრება, რომ პატარა მონეტებს მხოლოდ ცოტა ფულის მიზიდვა შეუძლია, ამიტომ თილისმის შერჩევისას, სჯობს მსხვილი მონეტა შეარჩიოთ. არსებობს კიდევ ერთი რამ - აუცილებელია "მონეტა" თქვენამდე ხელსაყრელ დროს მოვიდეს. მაგ: მიიღეთ პირველი მაღალანაზღაურებადი ხელფასის სახით ან ახალ საფულესთან ერთად გაჩუქეს. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს კუპიურა სხვა ფულისგან ცალკე შეინახოთ.

ძველებური და იშვიათი ფული

იშვიათ ფულს, როგორიცაა 2 დოლარიანი, რომელიც შეზღუდული ტირაჟით გამოიცემა ან ძველებური მონეტები, ასევე შეუძლია წარმატების მოზიდვა ფინანსურ საქმეში.

სიმდიდრის მომტანი ქვები

ვისაც ასტროლოგიის სჯერა, ღირს ყურადღება მიაქციოთ ქვებს, რომლებსაც სიმდიდრის მიზიდვა შეუძლიათ.

ამჟამად კი აუცილებელია შეარჩიოთ ის ქვა, რომელიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანს შეეფერება:

ვერძი - ამეთვისტო, ჰელიოტროპი;
კურო - ნეფრიტი, აქატი;
ტყუპი - ძოწი, ბერილი;
კირჩხიბი - ზურმუხტი, კალციტი;
ლომი - ლალი, "ზმეევიკი";
ქალწული - იასპი, კიანიტი;
სასწორი - ბრილიანტი;
მორიელი - ოპალი, კატის თვალა;
მშვილდოსანი - ფირუზი, ლილაქვა;
თხის რქა - ონიქსი, მალაქიტი;
მერწყული - საფირონი, ობსიდიანი;
თევზები - ბერილი, მთვარის ქვა.

ოთახის მცენარეები

სახლში ფულის მიზიდვისთვის კიდევ ერთი ხერხი მცენარეების მოშენებაა - აყვავებისა და სიმდიდრის სიმბოლოა.

ეს მცენარეებია - ბეგონია, კალანხოე, ია, ფურისულა, სპარსული ყოჩივარდა, გლოქსინია და ბამბუკი. მათზე დაკვირვება მიგანიშნებთ, როდის გელით ფინანსურ საქმეში წარმატება და როდის პირიქით. მაგ: თუ მცენარე დაიწყებს ფოთოლცვენას ან უმიზეზოდ ხმობას, ფული დაზოგეთ, რადგან მომავალში დიდი ფულადი დანაკარგი გელით. და თუ მცენარეს ახალი ფოთლები ამოსდის ან ყვავილობს - ანაზღაურების გაზრდის შანსი გაქვთ.


Ratingლეა ხიმშიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS