ტატიანა
ოჯახური სახელია, თუმცა აუცილებელი არ არის ქალი, სახელად ტატიანა საუკეთესო დიასახლისი იყოს. ტატიანა კეთილი და გულწრფელია, ამიტომ კეთილდღეობას ყოველთვის იზიდავს. მის გარემოცვაში თავს კომფორტულად, თბილად, მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ. ამიტომ, ტატიანას სახლში ხშირად სტუმრებით სავსეა და პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა.
არავის შეუძლია ბავშვის აღზრდა ისეთ თბილ გარემოში, როგორც ტატიანას. შესაძლოა ვიღაცამ
ნატალია
ნატალი სტაბილური ხასიათით გამოირჩევა. ამ ქალების გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ სხვა სახელებს სუსტი და ძლიერი მხარეები აქვთ, ნატალის ყველაფერი ისე აქვს დაბალანსებული, რომ ყველაფერში თუ საუკეთესოს არა, სტაბილურ და ღირსეულ შედეგებს მაინც იღებენ.
გარეგნულად ნატალი იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც გარშემომყოფებთან თავს ჰარმონიულად გრძნობენ. ხასიათით ამოუცნობი ქალები არიან, ამიტომაც მამაკაცებს უყვართ. სახელი ისეთი აურის მატარებელია, რომ საწინააღმდეგო სქესს იზიდავს. ითარგმნება, როგორც - მშობლიური.
ვიქტორია
ვიქტორია გამარჯვებას ნიშნავს. სახელი თავისთავად მიგანიშნებთ, რომ ასეთი ქალები ყველგან და ყოველთვის იმარჯვებენ. ვიქტორიას იმდენად ძლიერი ენერგეტიკა და ჟინი აქვს, რომ იყოს საუკეთესო, ამით მამაკაცებსაც გაუტოლდება.
ვიქტორია, სხვა სახელებთან შედარებით, იშვიათად პოულობს ცხოვრების თანამგზავრ მამაკაცს, რადგან მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ძალიან რთულია. მეუღლე-ვიქტორია ნამდვილი პარტნიორი გახდება და პრობლემის დროს, ყოველთვის მხარში დაუდგება მეუღლეს და არასდროს დატოვებს მას მარტო.
ელენა
ელენა ითარგმნება როგორც ნათელი. მას უამრავი ღირსება და ერთადერთი ნაკლი აქვს - თითქმის არასდროს იყენებს წარმოსახვას.
ნებისმიერ ცოდნასა და ინფორმაციას ისრუტავს, ამიტომ კარგი მოსწავლეები და მმართველები არიან. იხინი ასევე, კარგი დედები და ცოლები არიან. ელენას ენერგეტიკა სავსეა დადებითი მხარეებით, ამიტომ ყოველთვის იზიდავენ როგორც მეგობრებს, ისე მამაკაცებს. ბოროტება და ღალატი საერთოდ არ ახასიათებთ, რაც დღევანდელ სამყაროში ყველაზე მეტად ფასდება.
ირინა
ერთ დროს ეს სახელი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა დღეს ასე აღარ არის. ამ სახელის მატარებლები, ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით. ის წარმატებული, ბედნიერი და ლამაზია, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. საკმაოდ სექსუალური და ჭკვიანია, რაც ეხმარება იყოს საქმიანი და დამოუკიდებელი ქალი.
ლეა ხიმშიაშვილი