გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, როგორ გამოიცნოთ უყვარხართ თუ არა მას:
1. თვალის გუგების გაფართოვება
პირველი, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თქვენს პოტენციურ ბოიფრენდთან შეხვედრისას, ეს მისი თვალის გუგებია. მეცნიერები ადასტურებენ, რომ ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ მოსაუბრეს მოსწონხართ.
2. წარბის აწევა
მეორე რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ - დააკვირდით მოსაუბრე, საუბრის დროს წევს თუ არა
3. თავის დაკვრა
თუ საზოგადოებაში ყოფნისას, თქვენი პოტენციური პარტნიორი თავის გრძნობებს ვერ გამოხატავს, დააკვირდით მისი თავის მოძრაობას. თუ მას თავი სხვასთან საუბრის მომენტშიც თქვენკენ აქვს მობრუნებული, ეს სიმპათიის ნიშანია.
4. ღიმილი
ის, თუ რამდენად გულწრფელად უხარია ადამიანს თქვენი დანახვა, ამას მისი ღიმილით იგრძნობთ. თუ თვალის გარშემო მცირე ნაოჭებს შეამჩნევთ, ხოლო ტუჩის კუთხეები ოდნავ აწეული, მაშინ მას ნამდვილად მოსწონხართ.
5. მხედველობითი კონტაქტი
ნუ განიცდით, თუ მამაკაცი თვალს გარიდებთ და თვალებში ვერ გიყურებთ. სინამდვილეში ის ამით ნამდვილი გრძნობების დამალვას ცდილობს. ერთადერთი, რასაც მისი გულწრფელი გრძნობების გაცემა შეუძლია, ეს გაუცნობიერებელი ნახევრადღიმილია, რომელიც ადამიანის სახეზე ჩნდება მაშინ, როცა თვალის ხანგრძლივ კონტაქტს თავს არიდებს.
ლეა ხიმშიაშვილი