22 სექტემბერი, 2016
10 მცნება თანამედროვე, 30 წლის ქალებისთვის - ისწავლეთ სხვის შეცდომებზე
1. ტორტსა და ვაშლს შორის, არჩევანი წყალზე გააკეთეთ.

2. თუ უკვე ღამის 12 საათია, შენ კი თავის დაბანა, ფეხების ეპილაცია და მანიკურის გაკეთება გჭირდება - ყოველთვის აირჩიე ძილი. რადგან შესაძლებელია ფეხები დამალოთ, თმა აიწიოთ, ფრჩხილები კი გამჭვირვალე ლაქით დაფაროთ, ავტობუსის
გაჩერებაზე, მაგრამ დაღლილი სახისა და საშინელი ხასიათის დამალვა არავის შეუძლია.

3.
იმოგზაურე, როგორც კი შესაძლებლობას გამონახავ. ახალი შთაბეჭდილებები შესანიშნავია გამოცდილების მისაღებად სიბერის გარეშე.

4. ვიდრე რაიმეს ან ვინმ
ეს განსჯით, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: "არის თუ არა ეს ჩემი საქმე?" - მერე პირი დახურე და შენი საქმე გააკეთე.

5. გაურკვეველ რომანსა და გამომუშავებას შორის, არჩევანი ყოველთვის მეორეზე გააკეთეთ.

6. რამდენად ხანგრძლივი და მხიარულიც არ უნდა იყოს წვეულება, ყველაფერი იღონე, რომ საკუთარ საწოლში გაიღვიძო.

7. არანორმალურ ადამიანზე დროისა და ემოციების კარგვას, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ შენ ხარ ექიმი, ის კი პაციენტია, რომელიც ფულს გიხდის.

8.
კამათი ჭეშმარიტებას კი არა შაკიკს ჰბადებს. ფრაზა "აჰა, როგორც იტყვი" -დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ნერვები.

9.
სიმშვიდისა და განმარტოების დღეები, სპა-სალონზე მეტად დაგეხმარებათ.

10. სამყაროში არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ მოუხერხებელ ფეხსაცმელში დაიტანჯოთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS