22 სექტემბერი, 2016
45 რჩევა 90 წლის ფეშენ - ბლოგერისგან, რომელიც ხშირად უნდა წაიკითხოთ
"45 წლის აღსანიშნავად, 45 ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩამოვწერე, რაც ცხოვრებისგან მივიღე. ეს ყველაზე მოთხოვნადი სვეტი აღმოჩნდა, რაც კი ოდესმე დამიწერია. ახლა 90 წელი შემისრულდა და აი ისევ ამ სვეტს ვაქვეყნებ.

გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ":

1. ცხოვრება უსამართოა, მაგრამ მაინც კარგია.

2. თუ ეჭვი შეგეპარება, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგი.

3. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, რომ სიძულვილზე დახარჯოთ.

4. სამსახური შენზე არ იზრუნებს, როცა ავად ხარ. ამას შენი მეგობრები და მშობლები გააკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.

5. ვალები ყოველ თვეში საკრედიტო ბარათით გადაიხადე.

6. აუცილებელი არ
არის ყველა კამათში გამარჯვებული იყო. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო.

7. იტირეთ ვინმესთან ერთად. ეს უკეთ კურნავს, ვიდრე მარტოობაში ტირილი.

8. ღმერთზე გაბრაზება დასაშვებია. ის გაგიგებთ.

9. დააგროვე პენსია, ფულის აღების პირველივე დღიდან.

10. როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, დაუფიქრებლად შეეწინააღმდეგე.

11. შეეგუე შენს წარსულს, რომ ახლანდელ დროში ზიანი არ მოგაყენოს.

12. შეგიძლიათ მისცეთ თავს უფლება, იტიროთ თქვენი შვილების თანდასწრებით.

13. საკუთარ ცხოვრებას სხვისას ნუ შეადარებთ. შენ ვერც კი წარმოგიდგენია, სინამდვილეში რამდენი განცდა უწევთ.

14. თუ ურთიერთობა საიდუმლო უნდა იყოს, არ ღირს ამაში მონაწილეობა მიიღო.

15. შეიძლება ყველაფერი თვალისდახამხამებაში შეიცვალოს. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ: ღმერთი თვალს არასდროს დაახამხამებს.

16. ღრმად ჩაისუნთქე. ეს ფიქრებს ამშვიდებს.

17. განთავისუფლდი ყველაფრისგან, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი და სასაცილო.

18. რაც არ გკლავს, გაძლიერებს.

19. არასდროსაა გვიანი ბედნიერი ბავშვობა გამოსცადოთ. რადგან ბავშვობის მეორედ გამოცდა ხომ შენზეა დამოკიდებული.

20. როცა დგება დრო, მიჰყვე იმას, რაც ნამდვილად გიყვარს ამ ცხოვრებაში, ნუ იტყვი "არას".

21. დაანთე სანთლები, ისარგებლე კარგი თეთრეულით, ატარეთ ლამაზი საცვლები, ნურაფერს შეინახავთ განსაკუთრებული
მომენტისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა - დღევანდელი დღეა.

22. მოემზადე მაქსიმალურად, მერე კი დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია.

23. იყავი ექსცენტრული ახლა. ნუ დაელოდები სიბერეს, რომ ნათელი -ლამაზი სამოსი ჩაიცვა.


24. სექსში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო - ტვინია.

25. შენს ბედნიერებაზე პასუხისმგებელი შენს გარდა არავინაა.

26. ნებისმიერი, ეგრეთწოდებული ტრაგედიის დროს კითხვა დასვი: რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს 5 წლის შემდეგ?

27. ყოველთვის აირჩიე - სიცოცხლე.

28. აპატიე ყველაფერი და ყველას.

29. რას ფიქრობენ სხვები შენზე არ უნდა განაღვლებდეს.

30. დრო თითქმის ყველაფერს კურნავს. დრო მიეცი დროს.

31. არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია ცუდადაა თუ კარგად - ის შეიცვლება.

32. თავს სერიოზულად ნუ აღიქვამთ. ამას არავინ აკეთებს.

33. გჯეროდეს სასწაულების.

34. ღმერთს უყვარხარ, რადგან ის ღმერთია და არა იმიტომ, რომ რაიმე გააკეთე თუ არ გააკეთე.

35. ცხოვრების შესწავლა საჭირო არ არის. შენ მოევლინები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენიც შეგიძლია.

36. დაბერება - ბევრად სარგებლიანი არჩევანია, ვიდრე მოკვდეთ ახალგაზრდა.

37. შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.

38. ყველაფერი, რასაც აზრი აქვს, ეს არის ის, რომ შენ სიყვარული გამოსცადე.

39. გაისეირნე ყოვედღე. სასწაულები ყველგან ხდება.

40. ყველა ჩვენი პრობლემა ერთად რომ შეგვეკრიბა და სხვის პრობლემებთან შეგვედარებინა, ჩვენ ჩვენსას დაუყოვნებლივ დავიბრუნებდით უკან.

41. შური - დროის ფუჭი ხარჯვაა. შენ უკვე ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება.

42. თუმცა ყველაზე კარგი წინ გელოდებათ.

43. მნიშვნელობა არ აქვს, თავს როგორ გრძნობ. ადექი, ჩაიცვი და ხალხში გადი.

44. დაუთმე.

45. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის, ის მაინც საჩუქარია.


ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
Inko (გელა)
შპკოლადზე იგულისხმა რომ ტკბილეულის და ზოგადად კვების საკითხში ზომიერები იყოთ. ამიტომაც აქვს ასეთი ფიგურა. მე მითხრა პირადად ჩემი ტოლი რომ მეგონა პაემანზე. მიყვარხართ.
11:00 / 06-09-2017
გამოხმაურება / 0 /
სესილი
ეს რჩევები მისაგებია რეალურ პრაქტიკულ ცხოვრებაში გაადვილდება ყოველი დღე
13:27 / 23-04-2017
გამოხმაურება / 0 /
დიანა
აქედან უმეტესი დალაილამას რჩევებია. ალბათ ამიტომაც გადააბიჯა 90 წელსა ამ ქალბატონმა.
01:58 / 29-10-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარა
შოკოლადში სხვა რამ იგულისხმება. პირდაპირი გაგებით ნუ გაიგებთ ყველაფერს. სოკოლადი მაცდურია რომ დაინახავ გინდება და ასე ნუ ცდუნდებითო. მოკლედ ამას იფრო გრმად იწერია სიტყვები ვიდრე თქვენ იგებთ. ეს რომ გაიგოთ საკმაო გამოცდილება უნდა გკონდეს ცხოვრებისგან. ამის წაკიტხვაც აღარ დაგჭირდებათ
18:48 / 28-10-2016
გამოხმაურება / 0 /
*******
ღმერთზე გაბრაზება იყო სასიამოვნო? რა მოგეწონათ ამ "რჩევებში"?
17:55 / 28-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS