21 სექტემბერი, 2016
5 ხრიკი, როგორ აიძულოთ სხვები შეგიყვარონ
ერთი ნახვით შეყვარების გარდა, არსებობს სხვა მაგიური ფაქტორებიც, რაც ადამიანს აიძულებს შეგიყვაროთ. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები რამდენიმე რჩევას იძლევიან:

1. ნუ იქნებით მიუწვდომელი
რაც უფრო მეტი ურთიერთობა გაქვთ სხვებთან, მით მეტი შანსი გაქვთ ვინმეს მოეწონოთ. ამიტომ დაივიწყეთ პრინციპი - იყოთ მიუწვდომელი, თუ ეს ადამიანი ნამდვილად მოგწონთ.

2. შემდეგ კი გახდით რთულად მისაწვდომი
როცა დარწმუნდებით, რომ მას მოსწონხართ, შეამცირეთ აქტიურობა. დეფიციტის პრინციპი: ადამიანებს მეტად სურთ ის, რაც ცოტაა ან რთულად მისაწვდომია.

3. ნუ ეცდებით მისთვის სასიამოვნო სიურპრიზების მოწყობას, ნება მიეცით
თავად გასიამოვნოთ
ქალს სურს მამაკაცს თავი მოაწონოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისცეს მას უფლება, ასიამოვნოს ქალს.

4. თვალებში უყურეთ
ჰარვორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის თქმით, ერთმანეთზე ძალიან შეყვარებული წყვილები, დროის 75 %-ს, საუბრისას ერთმანეთს თვალებში უცქერენ და სხვისი ჩარევისას მხოლოდ ნელი გახედვით აშორებენ ერთმანეთს თვალს. ამიტომ, ადამიანებს შორის სიყვარულის დონეს ამ ხრიკითაც გამოარკვევთ - რამდენად ხშირად და ხანგრძლივად უყურებენ ერთმანეთს თვალებში.

5. სცადეთ პუპილომეტრია
პუპილომეტრია - თვალის გუგის ზომის ცვლილებას ნიშნავს. გაგიკვირდებათ და ფართო გუგიანი ადამიანები მეტ მოწონებას იმსახურებენ. ერთ-ერთი ექსპერიმენტისას, მამაკაცს ერთი და იმავე ქალის ფოტო აჩვენეს, გუგების სიფართოვის განსხვავებით და ყველაფერი დადასტურდა.

გუგა ფართოვდება, როცა ადამიანს რაიმე ძალიან სურს, ვნებით არის შეპყრობილი.

როგორ მიიღოთ ასეთი შედეგი? მაგ: ჩააქრეთ შუქი და გუგა გაფართოვდება. თუმცა, თუ ადამიანი ნამდვილად ძალიან მოგწონთ, მაშინ თქვენი გუგები უამისოდაც ფართოვდება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიორგი
და სუნი? სად არის სუნი? ქალი, როგორც ყველა პრიმატი, სუნით აღიქმება, რატომ აქვთ ქალებს იღლიები სულ ღია, იმიტომ რომ თავის ფერომენებს ასხივებენ ძვირფასებო. თუ ქალთან გენეტიკურად თავსებადი ხარ, მისი ოფლის სუნი არ გაგაღიზიანებს. სადაც არის ოფლის სუნი, იქ მიგიყვანს შენი სული! ხა ხა ხა ეგრეა.
09:38 / 22-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS