19 სექტემბერი, 2016
როგორ შევამოწმოთ ახალი თუ არა კვერცხი - ეს ყველამ უნდა იცოდეს
ყველა თავმოყვარე დიასახლისის მაცივარში იპოვით ქათმის კვერცხს, ის ხომ უამრავი კერძის უნივერსალური ინგრედიენტია.
კვერცხის შემოწმების მთავარი კრიტერიუმი კი ისაა, თუ რამდენად ახალია. გაფუჭებული კვერცხისგან ხომ კარგი კერძი არ გამოვა.

როგორ ამოიცნოთ ახალია თუ არა კვერცხი? ამაში ერთი მარტივი ექსპერიმენტი დაგეხმარებათ.

კვერცხის შემოწმების ეს ხერხი მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, სანაცვლოდ კი უბედურებას აგაშორებთ.

დაგჭირდებათ:

ღრმა ჯამი


ცივი წყალი


კვერცხი

შემოწმება, თუ რამდენად ახალია კვერცხი:

1. მოათავსეთ კვერცხი ჯამში და დაასხით წყალი.

2. კვერცხი რომელიც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, სასწრაფოდ
უნდა გადააგდოთ.

3. კვერცხი, რომელიც ფსკერზე დარჩება, მაგრამ ვერტიკალურ მდგომარეობას მიიღებს, უკვე არც ისეთი ახალია, თუმცა კერძის მოსამზადებლად ჯერ კიდევ გამოდგება.

4. ხოლო კვერცხი, რომელიც მყარად ჩერდება ფსკერზე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში - ყველაზე ახალია.

ექსპერიმენტმა შესაძლოა ერთ დღეს მთელი თქვენი ოჯახი გადაარჩინოს. რადგან გაფუჭებული კვერცხის გამოყენება ძალიან საშიშია, მოწამვლა შეუძლია, რაც შესაძლოა სერიოზული დაავადების მიზეზიც გახდეს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS