15 სექტემბერი, 2016
კიდევ რა სარგებლობა მოაქვს ლიმონს - ნაკლებად ცნობილი ფაქტები
ლიმონის უნივერსალური სასარგებლო თვისებები ყველამ კარგად იცის, მაგრამ არის ისეთი ფაქტებიც, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მაგალითად:

ასაკის საწინააღმდეგო საშუალება

ლიმონიანი წყალი ამცირებს იმ თავისუფალი რადიკალების გამომუშავების პროცესს, რომლებიც პასიხისმგებელი არიან დაბერების პროცესსა და კანის მდგომარეობაზე. ლიმონიანი წყალი არ შეიცავს კალორიებსა და ანტიოქსიდანტებს.

ხილისა და ბოსტნეულის სარეცხი საშუალება

გამოწურეთ ლიმონის წვენი და ჩაასხით პულვერიზატორიან ჭურჭელში და შეასხურეთ ხილსა და ბოსტნეულს. ლიმონის წვენი ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებაა, ამიტომაც ბოლომდე გაანადგურებს ხილსა და ბოსტნეულზე შემორჩენილ პესტიციდებსა და ჭუჭყს.

ინფექციის
მკურნალობა

ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, ლიმონიან წყალს შეუძლია ყელის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ყელში მარილიანი წყლის გამოვლებამ არ გიშველათ, ლიმონიანი წყალი გამოივლეთ.

ნაგვის დეზინფექცია

თუ ისე მოხდა, რომ ნაგავი დროულად ვერ გადაყარეთ და უსიამოვნო სუნი დადაგა, დაჭერით ლიმონი და შეგიძლიათ ფორთოხლის კანებიც მიაყოლოთ და ჩაყარეთ ნაგვის ყუთში.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS