თუ გაინტერესებთ რატომ ხართ უნაყოფო ან რა მიზეზები იწვევს ამ სენს, კითხვა განაგრძეთ.
1. მენსტრუალური ციკლის დარღვევა
არარეგულარული ციკლის დარღვევა ნიშნავს, დროზე ადრე ან დროზე გადაცილებას. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესით, პრეპარატების მიღებით, ფიზკური დატვირთვით ან დიეტით.
სიმპტომებში შედის:
- ციკლის არ ქონა;
- მოკლე ციკლი;
- ხანგრძლივი ციკლი;
- მენსტრუაციის
- ძალიან თხელი და გამჭვირვალე მენსტრუაცია;
- სქელი და მუქი, თითქმის შავი მენსტრუაცია;
- სისხლდენა ციკლებს შორის.
2. ჰორმონალური დარღვევა
ჰორმონალური დარღვევა უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია მენსტრუალური ციკლის ან სხვა რეპროდუქტიული დარღვევებით. თუ ექიმს დროულად არ ეწვევით, შესაძლოა სერიოზულ გართულებებამდე მიგიყვანოთ.
შემდეგი ჰორმონების მომატება ან კლება, იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს:
- პროგესტერონი.
- ესტროგენი.
- ფოლეკულასმასტიმულირებელი ჰორმონი.
- ლუტეინიზირებული ჰორმონი.
- ანდროგენი.
- პროლაკტინი.
3. ასაკი
35 წელს ზემოთ ასაკის ქალებში ნაყოფიერება შემცირებულია.
30 წლის ქალის დაფეხმძიმების შანსი ციკლის შემთხვევაში - 30%-ია. 40 წლის ქალის კი - მხოლოდ 5 %.
ამიტომ, თუ 35 წლის ხართ და უკვე ნახევარი წელია დაფეხმძიმებას ცდილობთ, უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
დაავადებები, რომლებიც უნაყოფობაზე მოქმედებს:
1. ენდომეტრიოზი.
2. საშვილოსნოს ფიბრომა.
3. კისტა საკვერცხეებზე.
4. განმეორებითი აბორტი (3-ზე მეტი).
5. ადენომიოზი.
6. საშვილოსნოს მილების გაუვალობა.
7. მენჯის ანთებითი დაავადებები.
უნაყოფობის მიზეზები მამაკაცებში:
უმრავლეს შემთხვევაში დაფეხმძიმების შეუძლებლობა ქალის პრობლემად ითვლება. სინამდვილეში, მამაკაცებში უნაყოფობის პრობლემა ზუსტად ისევე დგას, როგორც ქალებში. ამიტომ აუცილებელია ორივე პარტნიორი რეგულარულად გაესინჯოს.
მამაკცებში ჰორმონალური დარღვევა, შემდეგი ჰორმონების გამომუშავებასთანაა დაკავშირებული:
- ტესტოსტერონი.
- პროლაქტინი.
- ესტროგენი.
სპერმასთან დაკავშირებული დარღვევები:
- ეაკულატის განახლების სიმცირე.
- სპერმატოზოიდების ანომალური ფორმა.
- სპერმატოზოიდების მოძრაობის დარღვევა.
- სპერმატოზოიდების უმოძრაობა, როცა ისინი საერთოს არ რეაგირებენ.
- გენეტიკური დარღვევები.
- რეტროგრადული ეაკულაცია.
- ერექციის დისბალანსი.
- უკუქცევითი ვაზექტომია: 70%-მდე მამაკაცებში, ვაზექტომიის შემდეგ გამომუშავდება ანტისპერმული ანტისხეულები.
- ფიზიკური ანომალია - სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა სათესლე პარკში.
სხვა ფაქტერები, რომლებიც ქალებისა და მამაკაცების უნაყოფობას იწვევს:
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
- თიკმელზედა დაავადებები.
- სხეულის ზედმეტად ნაკლები წონა.
- გაცხიმოვნება.
- დიაბეტი.
- აუტოიმუნური დაავადებები.
- სიმსივნე.
- რეპროდუქტიული ორგანოების ან ენდოკრინული ჯირკვლების ტრავმა და დაზიანება.
- მოწევა.
- ალკოჰოლიზმი.
- ნარკომანია.
- ჰიპერტონია.
- სამედიცინო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.
- რადიოქტიურ გამოსხივება ან სხვა დაბინძურებულ გარემოში ყოფნა.
ლეა ხიმშიაშვილი