"ბოლო 2-3 ათასი წლის მანძილზე, ვარსკვლავებმა განლაგება შეიცვალეს. დედამიწაზე ბევრი რამ განვითარდა და შეიცვალა მას შემდეგ, რაც უძველესი ასტროლოგები ცას დააკვირდნენ და ცამაც იგივე გავლენა განიცადა. ამიტომ, დედამიწის მოსახლეობის 86% მცდარი ჰოროსკოპის ნიშანს ატარებს. დაინტერესებულხართ ოდესმე, რატომ არ
დედამიწის მოსახლეობის 86%, რომელიც ამ ცვლილებას განიცდის, ზოდიაქოს ახალ ნიშანს უკეთესად შეეწყობა. ცოტა ხნით განაახლეთ თქვენი ზოდიაქოს თანავარსკვლავედი და დააკვირდით, როგორ იმოქმედებს იგი თქვენზე. თქვენ მიიღებთ უმნშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
განახლებული ზოდიაქოები ასე გამოიყურება:
თხის რქა - 20 იანვარი - 16 თებერვალი
მერწყული - 16 თებერვალი - 11 მარტი
თევზები - 11 მარტი - 18 აპრილი
ვერძი - 18 აპრილი - 13 მაისი
კურო - 13 მაისი - 21 ივნისი
ტყუპები - 21 ივნისი - 20 ივლისი
კირჩხიბი - 20 ივლისი - 10 აგვისტო
ლომი - 10 აგვისტო - 16 სექტემბერი
ქალწული - 16 სექტემბერი - 30 ოქტომბერი
სასწორი - 30 ოქტომბერი - 23 ნოემბერი
მორიელი - 23 ნოემბერი - 17 დეკემბერი
მშვილდოსანი - 17 დეკემბერი - 20 იანვარი", - აღნიშნული ინფორმაცია წლების წინ უცხოურ საიტებსა და სოციალურ ქელებშიც ვრელდებოდა, თუმცა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით უცხოელმა ასტროლოგებმაც გააკეთეს.
აი, რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები:
ქეთი ვაწაძე, 2013 წელი:
"ისევ მეცამეტე ნიშნის შესახებ...
მოკლედ და უბრალო ენით რომ ავხსნა, ასტროლოგიაში, ზოდიაქოს სისტემაში გამოიყენება არა თანავარსკვლავედები, არამედ ზოდიაქოს ნიშნები, რომელიც არ არის ერთი და იგივე.
ზოდიაქოს ნიშნები ეკლიპტიკის პირობითი დანაყოფებია, რომლებიც 30 გრადუსისგან შედგება. ზოდიაქოს სისტემის ათვლის წერტილი ვერძის ზონა, უფრო კონკრეტულად კი გაზაფხულის ბუნიაობაა (20-21 მარტი).
ზოდიაქოს სისტემა არის სტატიკური (უძრავი) და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გაზაფხულის ბუნიაობიდან იწყება, ანუ, 21 მარტს, ყოველწლიურად იბადება ვერძის ნიშნის წარმომადგენელი, 21 აპრილს-კუროსი და ა.შ.
ანუ, ზოდიაქოს სიტემაში ყოველთვის იყო და არის 12 ნიშანი. უბრალოდ ეს გაუგებრობა თანავარსკვლავედებისა და ზოდიაქოს სისტემის გაიგივებამ გამოიწვია, რომელიც პრეცესიის გავლენით დღეს უკვე არააქტუალურია (განსხვავებით ადრეული ეპოქისგან, როდესაც მოხდა ზოდიაქოს ნიშნებისთვის თანავარსკვლავედების შესაბამისი სახელების დარქმევა, მაშინ, როდესაც ცის კაბადონზე თანავარსკვლავედების განლაგება ზოდიაქოს ნიშნების განთავსებას ემთხვეოდა).
ხოლო ე.წ. მე-13 ზოდიაქო, გველისმჭერი, უფრო მისტიკური ხასიათისაა (ბევრი ასტროლოგის აზრით მდებარეობს მორიელსა და მშვილდოსანს შორის) და მისი ვითომდა "აღმოჩენა" არ ახდენს ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზე და ფსიქოტიპზე გავლენას და არც ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების გადანაცვლებას მოითხოვს. ანუ, როგორც აქამდე ხელმძღვანელობდით ტყუპების ზოდიაქოთი, კვლავაც ამ ნიშნით უნდა იხელმძღვანელოთ. იხილეთ სრულად