გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია
- არსებობს ავი თვალი?
- ავი თვალი არსებობს, თუმცა ქრისტიანულად მცხოვრებ ადამიანს ვერ ერევა. შესაძლოა ნებისმიერი სახის ცოდვაში ჩავარდეს, თუმცა სწორედ იქ გარდაემატება მადლი, სადაც მეტად სცოდავს ადამიანი. შეწევნა ეძლევა ღვთისგან თუ ზურგი არ აქცია უფალს. ეშმაკია ყველაზე ბოროტი ავი თვალი, მასთან გამკლავებას მხოლოდ უფალი შეგვაძლებინებს.
- ტრადიციულად, ავი თვალისაგან დასაცავად ზოგი გიშერს იყენებს, ზოგიც კიდევ რას, რამდენად მისაღებია ეს ეკლესიისთვის?
- ეკლესია წინააღმდეგია გათვალვის, ჯადოს და სხვა ამგვარი მნიშვნელობისთვის ქვების გამოყენებისა. ქრისტიანს საუკეთესო იარაღი აქვს - ჯვარი. ნივთი შესაძლოა გახდეს სიწმინდე თუ რომელიმე წმინდანს ეკუთვნოდა. ეკლესია ქვისგან და ხისგანაც შენდება, თუმცა იგი იკურთხება და ქრისტიანები ვემთხვევით არა ქვას, ქვისგან აღშენებულ ტაძარს. ქვა თავისთავად არც სიწმინდეა და არც უწმინდურება. ქვისგან ჯვარიც კეთდება, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვა იქნება. სამოქალაქო ცნობიერებაში გიშერს ,,ტვირთავენ" ავი თვალის საწინააღმდეგოდ. გიშერმა როგორ უნდა შთანთქას ბოროტი? გეგონება, ქვა აშინებს ეშმაკს. ეშმაკს ეშინია მხოლოდ უფლისა და წმინდად მცხოვრები, მლოცველი, თავმდაბალი ადამიანის. ჯვარი დაგვიცავს და გვაცხოვნებს.
იხილეთ სრულად