მოცემული საკითხი, უამრავ ქალს აინტერესებს, რადგან ლოდინით დაიღალნენ.
გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ და აშკარა მინიშნებებს, რომ ის თქვენს ცოლად მოყვანას არ აპირებს.
1. გაიძულებთ შეევედროთ
ქალები, რომლებიც ქორწილზე სერიოზულად ფიქრობენ, ხშირად უჭირთ გამოტყდნენ, რომ ქორწინებაზე საუბარი ყოველთვის მათი თხოვნით მთავრდება. ხშირად დამოუკიდებელი, ძლიერი ქალებიც ხვდებიან ამ მახეში, როცა მამაკაცითვის თავად უწევთ ვედრება, ცოლად შეირთოს.
როგორც კი შეიგნებთ, რომ
2. შესაფერის დროს ელოდება
თუ პარტნიორი გეუბებათ, რომ ცოლად მაშინ შეგირთავთ, როცა შესაფერისი დრო დადგება, ტყუილია. სინამდვილეში ადამიანები ქორწინებისთვის იდეალურ დროს არ ელიან.
გაიხსენეთ წყვილი, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა ქორწინდებიან და მაშინ გაიგებთ, რატომ არ დადგა თქვენთვის ეს დრო.
3. ის ერთობლივი ცხოვრების "საცდელ პერიოდს" გთავაზობთ
მამაკაცები, რომლებსაც ოჯახის შექმნა სურთ, ხელს თავად გთხოვთ და არ ეძებენ ქორწინების გადადების მიზეზებს.
4. ის ქორწილის თარიღს არ ირჩევს
ზოგიერთ მამაკაცს ჰგონია, რომ ქორწინების გადადების ყველაზე კარგი ვარიანტი - გასაოცარი ბეჭდით ხელის თხოვნაა. ამით თავისუფალ ცხოვრებას კიდევ რამდენიმე წელს გადადებს.
თუ უკვე 1 წელია დანიშნული ხართ, ქორწინების თარიღი კი ჯერ კიდევ უცნობია, აშკარაა, რომ თავს არიდებს.
5. ქორწინების თარიღის გადადებას აგრძელებს
ზოგიერთი მამაკაცი ქორწინების თარიღზე მხოლოდ წლების შემდეგ საუბრობს, მაგრამ დროის მოახლოებისთანავე კვლავ სამომავლოდ გადააქვს. სჯობს გამოვტყდეთ, ცხოვრებაში მხოლოდ იმას გადავდებთ, რის გაკეთებაც ყველაზე ნაკლებად გვსურს. პირველ რიგში კი ვაკეთებთ იმას, რაც ძალიან გვინდა.
თუ ჩამოთვლილი საშიში სცენარებიდან, რომელიმე თქვენს ურთიერთობას შეეფერება, დროა სხვა მამაკაცი მოძებნოთ, რომელსაც რეალურად სურს მოგიძღვნათ საკუთარი ცხოვრება.
ლეა ხიმშიაშვილი