12 სექტემბერი, 2016
20 ჩვევა, რომლებსაც თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია
დაიცავით დიეტა; თუ მწეველლი ხართ, დაანებეთ მოწევას თავი; დაკავდით სპორტით და ა.შ. ყველამ კარგად იცით ამ საკეთილდღეო რჩევების შესახებ.

სიბრძნე კი გვეუბნება, რომ ყველაზე გრძელი გზაც პატარა ნაბიჯით იწყება.

გთავაზობთ 20 მარტივ იდეას, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს:

1. ყოველთვის გაუღიმეთ ადამიანებს, ნაცნობს თუ უცნობს - მნიშვნელობა არ აქვს.

2. დილით, გაღვიძებისას, გაიზმორეთ, როგორც კატა აკეთებს ამას. შემდეგ იატაკზე დგომისას სხეული "მწყობრში" მოიყვანეთ: თავისუფლად დაიხარეთ ძირს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მხოლოდ საკუთარი წონის ზემოქმედებით, მოადუნეთ კისერი და ხერხემალი მაქსიმალურად,
გაჩერდით ასე 5-6 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მანძილზე.

3. ყოველთვის თან ატარეთ დღიური, რათა მაშინვე ჩაიწეროთ კარგი აზრები, იმ შემთხვევაში თუ მოგივათ.

4. იპოვეთ წითელი პომადის ის ტონალობა, რომელიც თქვენი სახის ფერს ნამდვილად უხდება.

5. სამსახურში მიმავალი და მომავალი გზის ნაწილი ფეხით გაირეთ, საკმარისია ნახევარ საათიანი სიარულიც.

6. ეცადეთ უფრო ხშირად უპასუხოთ "არა" - განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ვინმეს ეუბნებით "დიახ" მხოლოდ იმისთვის, რომ მოეწონოთ და ასიამოვნოთ.

7. ვიდრე მაღაზიაში წახვალთ, საყიდლების სია წინასწარ შეადგინეთ.

8. ამ ზამთარს, თუნდაც ერთხელ სცადეთ ციგურებით სრიალი. ისე უბრალოდ - იქნებ მოგეწონოთ.

9. ამოეწერეთ მომსახურეობებიდან, სადაც გამუდმებით გთავაზობენ აქციებსა და გაყიდვებს.

10. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.

11. დაიწყეთ ყველა თქვენი დანახარჯის ჩამოწერა და დააკვირდით რა მოხდება თვის ბოლოს.

12. სამსახურში ყვავილი მიიტანეთ და "გააცოცხლეთ" თქვენი სამუშაო ადგილი.

13. საქმეების ჩამონათვალი, პირდაპირ კალენდარზე აღნიშნეთ, თანაც არამარტო დღეები, არამედ საათებიც, როცა მათ
შესრულებას შეუდგებით.

14. იპოვეთ კარგი მკერავი და შეიკერეთ ის, რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ და მოგიხდებათ.

15. ვიდრე პროდუქტის შესაძენად წახვალთ, აუცილებლად მიირთვით.

16. დაიდეთ სამუშაო მაგიდის ქვეშ ჩოგბურთის ბურთი და ხანდახან, როცა ფეხსაცმელს გაიხდით, ქუსლებით იკატავეთ.

17. ყოველ ჯერზე, როცა ტუალეტიდან დაბრუნდებით, დალიეთ რამდენიმე ყლუპი სუფთა წყალი.

18. გაითვალისწინეთ პროფესიონალი კონსულტანტის რჩევა და იპოვეთ ბიუსჰალტერის ის ფორმა, რომელიც ნამდვილად გიხდებათ.

19. გამორთეთ ყველა თქვენი ელექტრონული აპლიკაცია, დაძინებამდე 1 საათით ადრე.

20. დაწექით 20 წუთით იმაზე ადრე, რომელზეც დაძინება გსურთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS