06 სექტემბერი, 2016
როგორ გაუფრთხილდნენ ისინი ქორწინებას? 10 ბრძნული რჩევა ბედნიერი წყვილებისგან
რატომ ხდება, რომ ზოგი წყვილი ძლივს ახერხებს სასიყვარულო ჭრილობების მოშუშებას და ზოგი ცხოვრობს ისე, როგორც ზღაპარში. იშვიათად ჩხუბობენ, ან საერთოდ არასდროს. რა საიდუმლოს ფლობენ ბედნიერი წყვილები? "ჯადოსნური რეცეპტი" ბედნიერი წყვილებისგან, რომლებსაც შეუძლიათ სიამაყით განაცხადონ, რომ თავის მეორე ნახევართან დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ...

1. ნუ განიცდი იმის გამო, რომ შენი საყვარელი ადამიანი არ არის სრულყოფილი
მას აუცილებლად ექნება საკმარისად კარგი თვისებებიც, როგორებსაც შენ ადამიანებში აფასებ. თუ შენ ნერვებს გიშლის მისი აბაზანაში სიმღერა, ეს სულაც არ ნიშნავს
იმას, რომ მან ამ ჩვევაზე უარი უნდა თქვას. კონცენტრირდი მის დადებით მხარეზე და არ დაადანაშაულო იმ ჩვევების გამო, რაც შენ არ მოგწონს.
"ნუ გექნება ფანტასტიკური მოლოდინი. თუ ის ჭკვიანია, მომხიბვლელია, გონებამახვილია, უყვარს იგივე ფილმები რაც შენ, მაგრამ არ უყვარს ველოსიპედით სეირნობა - მოძებნე ისეთი დაქალი, რომელთან ერთადაც ველოსპორტით დაკავდები. დააფასე მასში ის თვისებები, რომლებიც აქვს".

2. სანამ ცოლად გაჰყვები, ისწავლეთ სახლის საქმე
"იყავი მზად ახალი ცხოვრებისთვის. შენ აუცილებლად მოგიწევს გარეცხვა, გაუთოვება, სახლის დალაგება, სადილის მომზადება. გადაანაწილეთ მოვალეობები თავიდანვე, შეენაცვლეთ ერთმანეთს, როცა საჭიროება მოითხოვს და აიცილებთ თავიდან ზედმეტ უსიამოვნებებს და ჩხუბს, ყოფით საკითხებზე.

3. არ დაივიწყოთ ჰობი
"ორივეს უნდა გქონდეთ თქვენი საყვარელი საქმე. ნუ გამოხვალთ სამხატვრო ან სხვა რომელიმე წრიდან, სადაც დადიოდით მხოლოდ იმიტომ, რომ გათხოვდით. სულაც არ არის აუცილებელი, ყველაფერი ერთად აკეთოთ."

4. შეინარჩუნეთ ურთიერთობა იმ მეგობრებთან, რომლებიც არ არიან თქვენი საერთო წრიდან
"ზოგჯერ გჭირდება ისეთი ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც შენს მხარეზე იქნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ შენ და შენს საყვარელ ადამიანს პრობლემები გაგიჩნდათ".

5. ისწავლეთ პატიება
"მე და ჩემმა ქმარმა, გაცნობიდან 7 წლის მანძილზე სულ 3-4-ჯერ ვიჩხუბეთ და არც ერთს არ გვახსოვს რის გამო. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, არ დავიგროვოთ გულში წყენა და ბევრ რამეს ვივიწყებთ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS