02 სექტემბერი, 2016
რომელია ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშანი
ზოდიქოს ნიშნებს შორის მორიელი ყველაზე ძლიერ ნიშნადაა აღიარებული. მისი ძლიერი სული, მტკიცე ხასიათი, ენერგიულობა გულგრილს ვერავის ტოვებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული პიროვნებები გავლენიანი და საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან.

ძალითა და უშრეტი ენერგიით მორიელს პლანეტა პლუტონი ავსებს, რომლის მფარველობის ქვეშაც იმყოფება. მორიელს სძულს სისუტე, როგორც საკუთარ თავში, ისე გარშემო ადამიანებში.

რასაც არ უნდა საქმიანობდეს, დიდი ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით უდგება. არ ინდობს არც საკუთარ თავს, არც სხვებს. სწორედ ამიტომაა ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ
დაბადებულებს შორის ამდენი შრომისმოყვარე და ხშირად წამყვანი თანამდებობები უჭირავთ. შუა გზაზე არასდროს ჩერდებიან და დიდ წარმატებებს აღწევენ.

ყოველთვის და ყველაფერში პირველობა სურს. მორიელი პრობლემის გამო თავს არასდროს კარგავს და ისტერიკაში არ ვარდება.

მათი მტკიცე ხასიათი და ძლიერი სული ყველაფერში ვლინდება, პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული, კარიერით დამთავრებული.

მორიელის შინაგანი ენერგია, ზოადიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებსაც იზიდავს. ისინი შეიძლება უყვარდეთ ან არ უყვარდეთ, თუმცა გულგრილი თითქმის ვერავინ რჩება.

მორიელი გასაოცარ საყვარლადაა მიჩნეული, ვნებასაც ბოლომდე მიეცემა. გარდა ამისა, კარგი მეგობარია და არასდროს ღალატობს, სიკეთე ახსოვთ.

ასევე ყველაზე საშიში მტრები არიან, ახსოვთ ყველა წყენა. მორიელის მტრობას დაუნდობელი შურისძიება მოჰყვება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
the
მოგესალმებით. ვარ თავად მორიელი რაც მორიელზე წერია ყველაფერი სიცრუეა და არაფერი ემთხვევა ვაღიარებ რომ ეს ნიშანი ყველაზე სუსტია არა მარტო წყლის სტიქიაში არამედ მთელ ზოდიაქოში. ისიც კი უნდა ვაღიაროთ რომ ყველაზე უშიშარი და ყველაზე მებრძოლები ცეცხლოვანი მშვილდოსანი. ვერძი. და ლომია განსაკუთრებით ყველაზე ოპტიმისტი და ყველაზე გამბედავი დამანგრეველი ენერგიის მქონე მშვილდოსანი რომელიც ყველაზე ძლიერია ცეცხლის სტიქიაშიც და მთელ ზოდიაქოშიც. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და არა ჩვენი ნიშანი შევაქოთ ეს უსამართლობაა
17:45 / 19-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მორიელზე რაც წერია ყველაფერი ემტხვევა რო ვკიტხულობ ასემგონია მე ვლაპარაკობ ასეტი სიმარტლე არსად წამიკიტხია
19:37 / 03-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS