ძალითა და უშრეტი ენერგიით მორიელს პლანეტა პლუტონი ავსებს, რომლის მფარველობის ქვეშაც იმყოფება. მორიელს სძულს სისუტე, როგორც საკუთარ თავში, ისე გარშემო ადამიანებში.
რასაც არ უნდა საქმიანობდეს, დიდი ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით უდგება. არ ინდობს არც საკუთარ თავს, არც სხვებს. სწორედ ამიტომაა ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ
ყოველთვის და ყველაფერში პირველობა სურს. მორიელი პრობლემის გამო თავს არასდროს კარგავს და ისტერიკაში არ ვარდება.
მათი მტკიცე ხასიათი და ძლიერი სული ყველაფერში ვლინდება, პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული, კარიერით დამთავრებული.
მორიელის შინაგანი ენერგია, ზოადიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებსაც იზიდავს. ისინი შეიძლება უყვარდეთ ან არ უყვარდეთ, თუმცა გულგრილი თითქმის ვერავინ რჩება.
მორიელი გასაოცარ საყვარლადაა მიჩნეული, ვნებასაც ბოლომდე მიეცემა. გარდა ამისა, კარგი მეგობარია და არასდროს ღალატობს, სიკეთე ახსოვთ.
ასევე ყველაზე საშიში მტრები არიან, ახსოვთ ყველა წყენა. მორიელის მტრობას დაუნდობელი შურისძიება მოჰყვება.
ლეა ხიმშიაშვილი