2 შვილი და უამრავი შვილიშვილი დარჩათ.
ენდის კოლეჯში არ უსწავლია, თუმცა მთელი ცხოვრება მუშაობდა და ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვების მენეჯერიც გახლდათ. ენდი ანდერსონი განსაკუთრებული ადამიანია და მისგან ბევრ რამეს ისწავლით:
1. ყოველთვის შეინარჩუნეთ კარგი იუმორის გრძნობა. რაც არ უნდა შეგემთხვათ.
2. "იღბლიანი მომენტი" არასდროს დადგება, როცა რაიმეს თავიდან დაწყება გსურთ.
3. ივარჯიშეთ ყოველდღე,
4. ნუ დახარჯავთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე გამოიმუშავებთ.
5. დალიეთ ფორთოხლის წვენი ყოველდღე.
6. ერთი ნახვით სიყვარული - იგავი არ არის.
7. უკეთესია გქონდეს ცუდი სამსახურია, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს.
8. "ცარიელ" საკვებს ნუ მიირთმევთ, რომლის ეფექტურობაც მალევე გადის.
9. ოჯახი ყველაზე ღირებული რამაა, რაც ცხოვრებაში გაგაჩნიათ.
10. მიირთვით ძეხვი ყოველდღე და ნურაფრის შეგეშინდებათ.
11. ცხოვრება - დელიკატური რამაა. როგორც კი მის უგულებელყოფას იწყებთ, ფუჭდება.
12. ნურასდროს შეგეშინდებათ იყოთ ის, ვინც ხართ.
13. ნებისმიერ ადამიანს ზედმეტი სამოსი აქვს. ატარეთ ის, რაც გაქვთ. ნაცვლად იმისა, რომ სამყარო ნაგვით აავსოთ.
14. პატიება უნდა ისწავლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ძალიან რთულია.
15. დაზოგეთ ფული ახლავე - მომავალში მისი სარფიანად დახარჯვის საშუალება მოგეცემათ.
16. სიყვარული ყოველთვის ადვილი არ არის. მასზე უნდა ვიმუშაოთ.
17. რაიმე სასაცილოს გამონახვა ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ.
18. თუ პრობლემას წააწყდით, დროს ნუ დაკარგავთ ამაზე ბევრი ფიქრით. მომენტალურად გადაწყვიტეთ ან მაშინვე დაივიწყეთ. ვიდრე კვლავ არ შეგახსენებთ თავს.
19. დარწმუნდით, რომ იმას აკეთებთ, რაც გიყვართ. ნუ შეგეშინდებათ მიჰყვეთ საკუთარ ოცნებას.
20. განათლება - მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ არა აუცილებელი. ცხოვრება თავის მხრივ უკვე განათლებაა.
21. გამოიკვლიეთ შინაგანი სამყარო, მაგრამ ამასთნა, ნუ დაკარგავთ ინტერესს გარეგნობის მიმართ.
22. ეცადეთ საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვათ.
23. ჩემი სრული სახელია - უილიამ ბრედფორდ ჯეიმს ანდერსონი. და ვფიქრობ: რატომ ვცოცხლომ მე და არა სხვა?
24. ჯანსაღი აზრის გამონახვა ყოველთვის შეიძლება. თუ არ გამოგდის, ე.ი. ჯანსაღი აზრი არ გაგაჩნია.
25. ცხოვრება საჩუქარია, რომელიც უნდა განავითაროთ და თავად გადაწყვიტეთ, რითი შეავსებთ მას - ბედნიერებით, თუ გამუდმებული განცდებით. თქვენ გაქვთ ძალაუფლება განკარგოთ ცხოვრება ისე, როგორც თავად გსურთ.
ლეა ხიმშიაშვილი
