25 აგვისტო, 2016
ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - სასმელები, რომლებიც კანის დაბერებას აფერხებს
გრეიფრუტის წვენი, კანს სიგლუვესა და ახალგაზრდობას უნარჩუნებს. წვენის შემადგენლობაში შედის ლიკოპინი, რაც ნაოჭებს აღმოფხვრის.

მცირე რაოდენობით ალკოჰოლს, ალცგეიმერის დაავადების შეჩერება შეუძლია. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, ტვინის უჯრედებს კლავს, რასაც მეხსიერების დაკარგვამდე მიჰყავხართ და ალკოჰოზე დამოკიდებულს გხდით.

კაკაო დადებით ზეგავლენას ახდენს გულზე. ის ფლავონოიდებს შეიცავს, რომელიც სისხლძარღვებს ახალგაზრდობასა და სიჯანსაღეს უნარჩუნებს. ისეთი დაავადებების რისკს ამცირებს, როგორებიცაა არტერიული წნევა და დიაბეტი.

ჭარხლის წვენი, ტვინში სისხლისმიმოქცევას აუმჯობესებს, განსაკუთრებით შუბლის ნაწილში. ეს კი კოგნიტურ დარღვევებს თავიდან
აგარიდებთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS