25 აგვისტო, 2016
როგორ მოიქცეთ, თუ იდეალური ურთიერთობა გაქვთ, სექსში კი არაფერი გამოგდით
იდეალურ ურთიერთობაში პარტნიორები ერთმანეთს ეწყობიან, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. მაგრამ რა მოხდება, თუ ინტიმური ურთიერთობა ვერ ააწყვეთ, სხვა დანარჩენი კი შესანიშნავადაა?

სექს-თერაპევტის თანახმად ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდია თქვენი სურვილი პრობლემაზე იმუშაოთ. თუ ორივე პარტნიორი ამისთვის მზადაა, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ თუ რომელიმე პარტნიორი ამას ვერ აცნობიერებს, აქ პრობლემა მხოლოდ სექსში არ არის.

ოჯახის თერაპევტის, მარისა ნელსონის თქმით, მის კლიენტებს ურთიერთობაში უკეთესობა აქვთ, თუ საკუთარ სექსუალურ პრობლემებზე ორივე მათგანი გახსნილად საუბრობს და ამ პრობლემაზე ერთობლივად
მუშაობენ. ზოგიერთი ამ თემას გაურბის, რადგან არ სურს პარტნიორის გრძნობებს ზიანი მიაყენოს და უბრალოდ უარს ამბობს სექსზე, მაგრამ ჭეშმარიტი მიზეზის გამოსავლენად საუბარია საჭირო.

საქმე იმაშია, რომ სექსუალური დაუკმაყოფილებლობა გაცილებით უფრო დიდ პრობლემაშია, როგორებიცაა - პარტნიორების ემოციური გაუცხოება, ფიზიკური კომპლექსები, სტრესი, ღელვა იმაზე, თუ როგორ ჩაივლის მორიგი სექსუალური აქტი.

აუცილებლად უნდა ისაუბროთ საკუთარი ინტიმური ცხოვრების სურვილებზე, რა გხიბლავთ და პირქით, როგორ გსურთ დაიწყოთ სექსი და როგორ ხართ მზად ამ ყველაფერზე იმუშაოთ.
გარდა ამისა, უნდა ჰკითხოთ ერთმანეთს: "ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაზე რომელი 3 მთავარი რამ გინდა რომ მითხა?"

ექსპერტი გირჩევთ, რომ სექსუალური ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მთელი თვე ივარჯიშოთ და სცადოთ რაიმე ახალი.

გახსოვდეთ, რომ აქ წესები არ არსებობს: სექსუალური აქტი მთავარ პრინციპად არ უნდა იქცეს, ისევე, როგორც ორგაზმი არ არის ყოველთვის აუცილებელი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, გააკეთეთ ის, რის კეთებაც აქამდე გეშინოდათ და თქვენი სექსუალური ცხოვრება იმაზე საინტერესოდ იქცევა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS