წყლით ნახევრად შევსებულ ჭიქაში ჩატეხეთ უმი კვერცხი. ჭიქაზე წარმოსთქვით შემდეგი სიტყვები: "ყველა ბოროტება, ყველა ცუდი დაე ამ ჭიქაში მოთავსდეს", ჭიქა მთელი ღამით თავდაუხურავი გააჩერეთ.
კვერცხის გული ადამიანის ცხოვრებაა, ცილა კი გარემო, რომელიც გარსახვევია - შესაძლოა წარმოიქმნას ბუშტები, ძაფები, რომლებიც მაღლა იწევს.
შური და არაკეთილდღეობა კვერცხის გულის გარშემო ნისლის სახით გამოიხატება.
თუ გული გაიყო - საქმე ფსიქიურ დაავადებას ეხება.
ადამიანის ცალკეული ორგანოს პრობლემები ძაფების სახით ვლინდება, რომელიც კვერცხის ცილას გამოეყოფა და მაღლა იწევს, ხანდახან
წყალი ჩაასხით ნიჟარაში, მოუშვით ცივი წყალი და თან გაიმეორეთ: "დაე, ყველა ბოროტება და ყველაფერი ცუდი მიწაში, წყალთან ერთად ჩავიდეს. დედამიწა ყველაფერს წაიღებს, ყველაფერს გადაამუშავებს".
ცივი წყლით, კარგად გარეცხეთ ჭიქა და ხელები იდაყვებამდე დაიბანეთ.
რიტუალი თქვეში 10 დღის მანძილზე ტარდება. თუ ჩატარებული კურსის შემდეგ კვერცხი ისე გამოიყურება დილით, როგორც საღამოს იყო, გამეორება საჭირო არ არის. ხოლო თუ პირიქით, მაშინ კიდევ ორჯერ გაიმეორეთ (3 თვე ზედიზედ, სასურველია რითმულად, მაგ: ყოველ თვეში 1-დან 9-მდე).
ცხოვრებისეული ნეგატივის მოსახსნელად (კამათი, კონფლიქტები სამსახურში, ოჯახში...) საკმარისია კვერცხის რიტუალი ერთხელ ჩაატაროთ. ავადმყოფ ადამიანს და პატარა ბავშვებს შეგიძლიათ დღისით ძილის დროსაც ჩაუტაროთ.
ლეა ხიმშიაშვილი